სიახლეები

126 Views
პოლიტიკა

ივანიშვილმა მოახერხა, რომ ყველაზე დიდ პოლიტიკურ უვიცად და ლუზერად შევიდა ისტორიაში - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალური ქსელით ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს. მისი თქმით ივანიშვილს ამ საკონსტიტუციო ცვლილებით და საარჩევნო სისტემის პროპორციულზე გადაყვანით, შეეძლო გამორჩეული მმართველი გამხდარიყო, იმის მიუხედავად, მანამდე რა ჰქონდა გაფუჭებული, თუმცა იმ პირობის დარღვევის შემდეგ, რომელიც ხალხს მისცა, ყველა შანსი დაკარგა და უდიდეს პოლიტიკურ უვიცად შევიდა ისტორიაში. 

"ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა შანსი, ყველაფრის მიუხედავად,  გამორჩეული მმართველი ყოფილიყო ამ ქვეყნის ისტორიაში - დაეყენებინა რა, სწორ კონსტიტუციურ რელსებზე ქვეყანა.

მანამდე ან მერე, რაც არ უნდა დაეშავებინა ამას ვერასოდეს ვერავინ დაუვიწყებდა.

ამის ნაცვლად მან, მოახერხა ის, რომ ყველაზე დიდ პოლიტიკურ უვიცად და ლუზერად შევიდა ისტორიაში, მიუხედავად იმისა, თუ რა გაუკეთებია წარსულში ან რას გააკეთებს მომავალში.

აქციაზე დღეს რამდენი ადამიანი მოვა ან კიდევ  რამდენ ხანს დარჩება ბიძინა ხელისუფლებაში, ეს ამ ისტორიულ განაჩენს ვერ შეცვლის. ისტორიისთვის უკვე ყველაფერი გასაგებია.

ისტორია დღეს  ჩვენც დაგვითვლის, იმ ხალხს ვისაც ასეთი პოლიტიკური გახრწნილობის გაპროტესტების უნარი შეგვრჩა, მატყუარათა მმართველობის მერვე წელს.

ამიტომ უნდა ვიყოთ იქ, ისტორიას და მომავალ თაობას უნდა ვაჩვენოთ, რომ მივხვდით და ცხვრებივით მშვიდად არ მოგვითმენია ეს."

წერს ხვიჩია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები