სიახლეები

153 Views
პოლიტიკა

ბათუმში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას მხარდაჭერას უცხადებს

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ბათუმში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ ერთი იდეით - დაუბრუნოს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს დაპირებული პროპორციული არჩევნები, რომელიც სისხლის ფასად დაგვიჯდა.

საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ხედვებისა, ერთიანდებიან ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პროპორციული არჩევნების, იდეის გარშემო და აპირებენ პერმანენტულ აქციებს:

"ვაცხადებთ, რომ ვუერთდებით თბილისში მიმდინარე აქციებს და მოთხოვნებს, რათა დავიცვათ ქართველი ხალხის თავისუფალი და სამართლიანი არჩევანის უფლება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, ვაძლევთ დროს, კვირას 3 საათამდე, რომ გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია ბიძინა ივანიშვილის ცრუ დაპირებასთან დაკავშირებით" - აცხადებს ბათუმის საინიციატივო ჯგუფი. 

როგორც ბათუმელები ამბობენ, ერთიანდებიან არა ვიწრო პარტიული ინტერესების გასატარებლად, არამედ როგორც  საქართველოს მოქალაქეები საკუთარი საარჩევნო უფლებების დასაცავად...

ავტორი: ნანკა გოგუაძე

კომენტარები