სიახლეები

236 Views
პოლიტიკა

მეთიუ ბრაიზა: ოპოზიციის დადანაშაულებით ივანიშვილმა აღიარა, რომ კანონპროექტის ჩაგდება შეცდომა იყო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას აზრით “ქართულმა ოცნებამ”, ოპოზიციის დადანაშაულებით, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება შეცდომა იყო

პარლამენტში კენჭისყრის დათვლამ უნდა განსაზღვროს, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი საქართველოში დემოკრატიის წინსვლის ამ შეფერხებაზე. ოპოზიციის დადანაშაულებით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ ეს შეცდომა იყო. აქედან გამომდინარე, ახლა „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი მომენტია, დემოკრატიული არჩევნების გზაზე, სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს ოპოზიციასთან, რაც რადიკალიზაციის ნაცვლად, შესაძლებელს გახდის საქართველოს პოლიტიკური კლიმატის სტაბილიზებას

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

 

კომენტარები