სიახლეები

163 Views
პოლიტიკა

ოქრიაშვილი: ივანიშვილის მიერ დეპუტატების დაბარება და დავალება დიქტატურაში გადადის

“ქართული ოცნების” წევრის, კახა ოქრიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დეპუტატების დაბარება და დავალება, რომ ხმა მისცენ ამა თუ იმ კანონპროექტს არ არის პარტიული დისციპლინა და "დიქტატურაში გადადის".

დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რატომ არ უჭერს მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას.

"არის მოძველებული და უვარგისი. ჩვენს ქვეყანას არ აწყობს, აწყობს მხოლოდ პარტიებს, განსაკუთრებით პატარ-პატარა პარტიებს, რომ როგორმე აღმოჩდნენ პარლამენტში. ჩვენს ქვეყანას არ აწყობს. უკვე არც ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში მუშაობს. დავიღალე ამაზე საუბრით, 10 წელია, ამაზე ვლაპარაკობ.

ახლა იძახიან, რომ კახა ოქრიაშვილი არის ამბოხის ლიდერი. მე ამბოხის მონაწილე არა ვარ, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია არის ძველი. 2006 წელს დავაფიქსირე ეს პოზიცია პირველად.

მე მქონდა მწვავე საუბარი. განვაცხადე, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილს ქონია შეხვედრა 21 მაჟორიტართან, იქიდან რამდენიმე კაცი გადაიყვანა თავის აზრზე, აიძულა, რომ მხარი დაუჭიროს ამ კანონპროექტს. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის პარტიული დისციპლინა, ეს გადადის დიქტატურაში, როცა იბარებ დეპუტატს და ეუბნები, რომ რაღაც კანონპროექტს უნდა მისცე ხმა",

- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ,რომ ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა გუშინ, 13 ნოემბერს გადადო და ის დღეს, 14 ნოემბერს გაიამრთება.

მმართველ გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი 2 დღის განმავლობაში განიხილავდა.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები