სიახლეები

94 Views
პოლიტიკა

ბიზნესომბუდსმენად შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დაინიშნა

ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ დაუშვილი წარადგინა. 

მთავრობის სხდომაზე გახარიამ განაცხადა, რომ დაუშვილი მისთვის განსაკუთრებით საამაყო კადრია.

ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას. ამასთან ერთად, თითოეულ ბიზნესმენს, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენელს, მსხვილი ბიზნესი იქნება ეს, საშუალო თუ წვრილი, მინდა ვუთხრა და დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი, რამდენიმე წუთის განმავლობაში იქნება პრემიერმინისტრის კაბინეტში მოხვედრილი

-განაცხადა სამთავრობო სხდომაზე გიორგი გახარიამ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები