სიახლეები

მაკო გომური: შესაძლებელია ჩემი საქმის ირგვლივ ყველაფერი ამოტრიალდეს

მაკო გომური აპირებს გაეცნოს მისი საქმის მასალებს..

როგორც მან გირჩთან საუბრისას განაცხადა, ახლა ექნება საშუალება გაეცნოს მისი საქმის მასალებს და პირადად ჩაერთვება გამოძიების ყველა დეტალის განხილვაში.

ახლა მექნება საშუალება გავეცნო ჩემი საქმის მასალებს. რას და როგორ იძიებდნენ,რამდენი ხანი მოანდომეს და ა.შ. შესაძლოა იმ კადრებსაც მივაწვდინო ხელი, რომელიც გასაჯაროვებული არ არის და შესაბამისად, შევძლო და დამნაშავე დავადგინო. ანუ შესაძლებელია ჩემი საქმის ირგვლივ ყველაფერი ამოტრიალდეს

- ამბობს მაკო გომური.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს, სამართალდამცავებმა აქცია ძალის გადამეტებით დაშალეს, რის გამოც დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი და ორმა მათგანმა თვალი დაკარგა.

პროკურატურამ მაკო გომური გავრილოვის ღამიდან  თითქმის 5 თვის შემდეგ, დღეს, 11 ნოემბერს, დაზარალებულად ცნო.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

 

კომენტარები