სიახლეები

114 Views
პოლიტიკა

ევროკავშირის აზრით, მიუღებელია სამხრეთ ოსეთის მხრიდან მცდარი განცხადებების გავრცელება

ევროკავშირის აზრით, მიუღებელია სამხრეთ ოსეთის მხრიდან ფაქტობრივად მცდარი განცხადებების გავრცელება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ქმედებებისა და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ, მათი აზრით ეს მხოლოდ ამწვავებს დაძაბულობას.

საქართველოს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის ზრდა სრულებით მიუღებელია. 

- ამბობს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, განცხადებაში.

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა შესაბამის მხარეს, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ და სიტუაციის ესკალაციის გამომწვევი ყველა შესაძლო ნაბიჯისა და განცხადებისგან თავი შეიკავონ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას სექტემბრის დასაწყისიდან დახურული გადაკვეთის პუნქტები, რადგან ყოველივე ეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და სხვა პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო გზაა.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ მიუღებელია და უნდა შეწყდეს სამხრეთ ოსეთის მხრიდან მისიის საქმიანობის ხელის შეშლისა და მისი მანდატის შეზღუდვის მცდელობები.

ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სრულად ერთგულია და კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

-აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები