სიახლეები

269 Views
ციტატები

"პოლიციელი წვივებში წვეტიან ფეხსაცმელებს მირტყამდა" - ლევან ვასაძე

ერთ-ერთი პოლიციელი ლაპარაკის დროს, თვალებში მიყურებდა და ჟურნალისტებს რომ არ დაენახათ, ისე წვივებში მწარედ მირტყამდა წვეტიან ფეხსაცმელებს,

- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ვერის ბაღში“ განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის, 50 წელს მიტანებული კაცისთვის ეს უდიდესი ფიზიკური დატვირთვა იყო, ერთი-ორჯერ კინაღამ ძვალი მოვიტეხე, უდიდესი სიმძიმე ვიგრძენით ყველამ იმ ჭყლეტაში და გაწევ-გამოწევაში. ჩემთვის ყველზე უფრო მძიმე ამ პროცესში რა თქმა უნდა, სულიერი განსაცდელი იყო და ის შეურაცხყოფა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოგვაყენა. "

- თქვა ვასაძემ სიტყვით გამოსვლისას.

რადიკალური ჯგუფები დღეს ფილმის, "და ჩვენ ვიცეკვეთ" , ჩაშლას კიდევ ერთხელ ეცდებიან.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები