სიახლეები

149 Views
ეკონომიკა

სახელმწიფო საწარმოებმა 2018 წელი 805.3 მლნ ლარის ზარალით დაასრულეს

საქართველოში არსებულმა სახელმწიფო საწარმოებმა გასული წელი ჯამში 805.3 მლნ ლარის ზარალით დაასრულეს. 2017 წელს მათი ზარალი 644.5 მლნ ლარი იყო, შესაბამისად, ზარალი 160 მლნ ლარით გაიზარდა. 

2018 წლის ზარალის მეტი წილი მოდის ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა "საქართველოს რკინიგზა", "ენერგოტრანსი", "საქართველოს მელიორაცია", "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია", "მარაბდა-კარწახის რკინიგზა".

ქვემოთ მოცემულია იმ კომპანიების ექვსეული, რომლებმაც ყველაზე მეტი ზარალი ნახეს:

  1. საქართველოს რკინიგზა - 715.3 მლნ ლარი
  2. შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზა - 102.5 მლნ ლარი
  3. შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - 52.8 მლნ ლარი
  4. შპს მექანიზატორი - 31.2 მლნ ლარი
  5. შპს ენერგოტრანსი - 27.8 მლნ ლარი
  6. შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია - 6.8 მლნ ლარი.

ჯამურად, ყველაზე დიდი - 609 მილიონი ლარის ზარალი საპარტნიორო ფონდს ჰქონდა, ძირითადი მიზეზი კი ფონდის შვილობილ საწარმოებში დაფიქსირებული უარყოფითი შედეგებია.

სახელმწიფო საწარმოების წამგებიანობის გარდა, სახელმწიფოს დამატებით ტვირთად აწვება საწარმოების ვალიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა(IMF) და მსოფლიო ბანკის(WB) მიხედვით, სახელმწიფო სექტორის ვალის ნაწილს შეადგენს სახელმწიფო არასაფინანსო კორპორაციების საკრედიტო ვალდებულებებიც. ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, მსგავსი საწარმოების ვალმა 2019 წლის პროგნოზით 4.48 მლრდ ლარს უნდა მიაღწიოს.

წყარო: Forbes Georgia

კომენტარები