სიახლეები

148 Views
პოლიტიკა

ქართულ ოცნებას აქვს მოლოდინი, რომ არჩევნებზე 50-პროცენტს გადააჭარბებენ

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიას აქვს მოლოდინი, რომ 2020 წლის არჩევნებზე 50-პროცენტს გადააჭარბებენ.

ამის შესახებ მან კაჭრეთში ისაუბრა, სადაც ბიძინა ივანიშვილი თბილისის საოლქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მდინარაძის თქმით, ამის გარანტი ის არის, რომ "დღეს ქართულ ოცნებაზე უკეთესი პოლიტიკური ძალა, უფრო მართალი, უფრო გულწრფელი და მშრომელი, საქართველოში არ არის"

ოღონდ გამოჩნდეს უკეთესი პოლიტიკური ძალა და ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ. უღირს კონკურენტებსაც კი ღირსეულად ვპასუხობთ ხოლმე, მაგრამ კიდევ უფრო ღირსეულები ვიქნებით ჩვენს ღირსეულ პარტნიორებთან კონკურენციაში.

- განაცხადა მდინარაძემ.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები