სიახლეები

235 Views
პოლიტიკა

ვახო მეგრელიშვილი საპატრიარქოსა და ხელისუფლების ურთიერთობაზე

პატრიარქის ქადაგებები ხშირად ადამიანის სიძულვილთან იყო დაკავშირებული, სუროგაციაზე, სექსუალური უმცირესობების დევნაზე და ა.შ.

ვახტანგ მეგრელიშვილმა, პატრიარქზე, საპატრიარქოსა და ხელისუფლების ურთიერთობის შესახებ, მთავარ არხზე, ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში, ისაუბრა.

მეგრელიშვილის თქმით, პატრიარქის განცხადებები საზოგადოების მიერ სერიოზულად არც გაირჩევა და იქიდან გამომდინარე, როგორიცაა მისი პოლიტიკა სექსუალური უმცირესობების მიმართ, სუროგაციის მიმართ და ა.შ.ქართული ეკლესიის მღვდელმთავრის ქადაგებები ადამიანის სიძულვილზეა.

ვახო მეგრელიშვილი საპატრიარქოს და ხელისუფლების ურთიერთობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიტროპოლიტი იაკობის სკანდალური განცხადებები საზოგადოებისთვის უფროა საგანგაშო, რადგან გარედან უფრო რთული დასანახია ასეთი პროცესები, მაშინ როცა ამ ინსტიტუციას ასეთი მაღალი ნდობა აქვს, თუმცა ხელისუფლებისთვის ეს უკვე ნაცნობი პროცესია და არცერთ მხარეს არ აწყობს ამის რეალური გამოძიება.

საქართველოს საპატრიარქო არის ამ ქვეყნის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც მუდმივად თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან და ახლა იმდენად არის გარყვნილი, რომ ფაქტობრივად ვეღარ იკავებს იმ სკანდალებს, რომელიც მის წიაღში ხდება. ამდენი ხნის განმავლობაში, საპატრიარქო და ხელისუფლება იმდენ საქმეში თანამშრომლობდნენ, რომ ასეთი საკითხები , რაც აღმაშფოთებელი და დანაშაულებრივია, უამრავი იქნება საპატრიარქოსა და ხელისუფლების ურთიერთობაში.

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ამ დანაშაულების შესახებ ყველამ გადასარევად იცის საპატრიარქოშიც და ხელისუფლებაშიც და ცხადია, რომ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ რადგან ასე უნარჩუნებენ ერთმანეთს ძალაუფლებას.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები