სიახლეები

ანანია გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქმე „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

სარჩელი შეეხება პრეზერვატივის მწარმოებელ კომპანიას, „აიისას“, რომლის მფლობელი, ანანია გაჩეჩილაძე, ორი წლის წინ სასამართლოებმა პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანილი წარწერებისა და გამოსახულებების გამო დააჯარიმეს.

როგორც ანანიამ "გირჩთან" საუბრისას თქვა, ის იბრძვის რადგან, აიისა პრეცედენტების შექმნას დადებითად მიიჩნევს, იმიტომ რომ სსრკ-ს დროს დაწერილი ადმინისტრაციულ კოდექსს მხოლოდ ყდა შეეცვალა და შიგნით კანონის ის მუხლი რომლითაც მან საქალაქოში და სააპელაციოში მურუსიძეს სასამართლოსთან დავა წააგო 1984 წლის სტანდარტისაა და რა თქმა უნდა არ ემთხვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის უზენაეს თავისუფლებას.

ასევე "აიისას" მფლობელი თვლის, რომ საქართველოში ბიზნესისთვის არახელსაყრელი გარემოა რადგან "მარშებით და დეგრადირებული ეკლესიის ხელით სახელმწიფო პოპულიზმის მხარეს დგას".

მისი თქმით, "აიისას" ქეისი არის ის ქეისი, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარე თვითონ სახელმწიფო იყო მერიის სახით, არ არსებულ სასამართლოში.

ანანია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ სტრასბურგშიც ბოლომდე იდავებს და არ დანებდება.

თვითონ ამ ნორმის დღეს არსებობა საშუალებას იძლევა აკრძალოს ყველაფერი რაც რეკლამაა, ძალიან ფართო გაგებით ვიღაცის სუბიექტური აზრის მიხედვით, ეს იგივეა რაც  რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონი ადმინისტაციული წესით.

-ამბობს "აიისას" მფლობელი.

შეგახსენებთ, რომ ანანია გაჩეჩილაძე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“(GDI) წარმოადგენს, დავობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები