სიახლეები

1331 Views
პოლიტიკა

მამა ზაზა თევზაძე: ილია II საბჭოთა პერიოდში ბევრად ტოლერანტული იყო

ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ ბაზარში" , მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა, ზაზა თევზაძემ , საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-ზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ილია II იყო მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს ერთ-ერთი პრეზიდენტი და რომ შევადაროთ მაშინდელი მისი მოღვაწეობა, მის პოსტსაბჭოური პერიოდის მოღვაწეობას, დავინახავთ რადიკალურ განსხვავებებს.

მამა ზაზას თქმით, ილია II-ს დამოკიდებულება სხვაგვარად მოაზროვნე და სხვა რწმენის მქონე ადამიანების მიმართ, საბჭოთა პერიოდში იყო გაცილებით ტოლერანტული, ვიდრე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ზაზა თევზაძის თქმით, საბჭოთა პერიოდში, სიონის ტაძარში, ღვთის მსახურებაში ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლებიც კი მონაწილებდნენ.

მამა ზაზა თევზაძემ ისიც აღნიშნა, რომ სწორედ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში მოიხვეჭა ილია II-მ  მაღალი ავტორიტეტი, თუმცა თავად პოსტსაბჭოთა პერიოდში რადიკალურად შეიცვალა.

მე მახსოვს მისი გამოსვლა მარნეულის მახლობლად ეკლესიის კურთხევისას, ჩანაწერიც არსებობს, ის ამბობს რომ საქართველოდან უნდა იქნას გაძევებული განსხვავებული საეკლესიო მიმდინარეობები.

- თქვა მამა ზაზა თევზაძემ.

მამა ზაზას აზრით მსგავსი რამ შესაძლოა პოლიტიკოსებს ახასიათებდეთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ამორალური იქნებოდა და რელიგიური თვალსაზრისით სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი რადიკალური ცვლილება.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები