სიახლეები

668 Views
საკუთრება

ტორესა მოსი: უნდა გვესმოდეს, რატომ ვართ ღარიბები

უნდა გვესმოდეს რატომ ვართ ღარიბები. სიღარიბე არის, როდესაც ადამიანს არ აქვს არანაირი კერძო საკუთრება და ერთადერთი, რაც გააჩნია, არის საკუთარი შრომა.

მწერალი ტორესა მოსი, ფეისბუქზე საქართველოს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობასა და ქვეყნის სიღარიბეზე წერს. როგორც ტორესა აღნიშნავს, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიის ქონების უდიდეს ნაწილს:

"საბჭოთა კავშირმა ჩვენ, ქართველებს წაგვართვა მთელი ჩვენი ქონება 100%-ით და არა მხოლოდ წაგვართვა, არამედ ჩვენ წინ სამ თაობას აუკრძალა საკუთარი შრომით შეექმნა საკუთრება. ამ ქონების 80%-ს კვლავ ფლობს და აკონტროლებს სახელმწიფო, რომლის სათავეშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი ენაცვლება ერთმანეთს და ყოველი ახალი ხელისუფლება ამ ქონების რაღაც ნაწილს საკუთარი მიზნებით განკარგავს და საკუთრებაში გადასცემს მასთან დაკავშირებულ ადამიანებს და კომპანიებს. შედეგად, ჩვენ ვრჩებით მონობასა და სიღარიბეში და სანამ ეს ყველაფერი ასეა, არანაირი, თეორიული შანსიც კი არ გვაქვს ოდესმე თანაბარ კონკურენციაში აღმოვჩნდეთ ამ ხალხთან და საკუთარი შრომით რამის შექმნა შევძლოთ.

ზუსტად ამ მოცემულობაზე დგას ძალადობისა და უსამართლობის ყველა ის სისტემა, რომელიც გვმართავდა და გვმართავს დღემდე. პრობლემა ის კი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში აპირებს ფულის ჩადებას, პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს წვდომა ამ ქონებასთან. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რასაც არ უნდა გვპირდებოდეს, რასაც უნდა იქადნიდეს, როგორ მომავალსაც არ უნდა გვიხატავდეს, არაფერს და ვერაფერს შეცვლის, თუ სახელმწიფოს ხელში არსებულ ქონებას სრულად 100%-ით საყოველთაო პრივატიზაციის გზით არ დაგვიბრუნებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს. სანამ თითოეულ ხეს და ბუჩქს, მდინარესა და ნაკადულს, მიწის თითოეულ მტკაველს, ყოველ ქვას და კენჭს, ყოველ აგურს არ ეყოლება კონკრეტული მესაკუთრე, ჩვენ ვიქნებით სიღატაკეში, ჩვენ ვიქნებით მონები და არ შეიცვლება ძალადობასა და ადამიანების დამონებაზე აგებული სისტემა. მანამდე ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი არჩევანი, ან ამ დედამოტყნულ ქვეყანას შევწიროთ ჩვენი ცხოვრება და მომავალი, ან გავიქცეთ ამ ქვეყნიდან.

უნდა გვესმოდეს, რომ სანამ საქართველოს ყველა მოქალაქეს არ ექნება საკუთრება, ერთადერთი რისი გაყიდვაც ჩვენ შეგვიძლია, არის ჩვენივე შრომა, რომელიც საქართველოში საშუალოდ 10-ჯერ იაფი ღირს, ვიდრე რომელიმე საშუალო ევროპულ ქვეყანაში და ამ მოცემულობაში, ბუნებრივია სულ უფრო მეტი ადამიანი გაიქცევა. ყველა, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ან სულელია, ან ბოროტი. მესამე არ არსებობს."

- წერს ტორესა მოსი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები