სიახლეები

96 Views
პოლიტიკა

ხაბეიშვილი: კალაძეს თბილისელების ცხოვრების გაძვირების მეტი არაფერი გაუკეთებია

თბილისში ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. პარკირების წესის დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები ავტობუსების პარკის სრულად განახლების შემდეგ ამოქმედდება. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ქალაქის მთავრობის მიერ მიღებულ ცვლილებებს და კახა კალაძეს აკრიტიკებს.

დადასტურებულად, დოკუმენტალურად შეგვიძლია მოვყვეთ, რომ ამ კაცს თბილისელების ცხოვრების გაძვირების მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ორი წლის განმავლობაში

ხაბეიშვილი კალაძეს ურჩევს საგადასახადო სამსახურში გადაინაცვლოს, რადგან, მისივე თქმით, შესაძლოა, თბილისის მერი საუკეთესო საგადასახადო ინსპექტორი აღმოჩნდეს.

"ორი წელი გავიდა თითქმის და არანაირი საპარკინგე ადგილი დედაქალაქს არ დამატებია. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ დედაქალაქის მერმა 2 წლის განმავლობაში ვერ გაითავისა, რომ არის ქალაქის თავკაცი, თბილისის მერი და არა ტაქსების „დისპეტჩერი“ ან საგადასახადო ინსპექტორი. ყოველ მეორე მთავრობის სხდომაზე ეს ადამიანი გვამცნობს, რომ რაღაც გაძვირდება, ტაქსები უნდა გადაიღებოს და გადასახადი უნდა დაუწესოს, ავტომობილებმა დამატებით გადასახადები უნდა გადაიხადონ და ა.შ. ჩამოყალიბდეს დედაქალაქის მერი. მე მას ვურჩევდი, გადაინაცვლოს საგადასახადო სამსახურში, სადაც შესაძლოა საუკეთესო საგადასახადო ინსპექტორი აღმოჩნდეს, საბოლოო ჯამში იმიტომ, რომ მას ამ ქალაქის გაძღოლა ნამდვილად არ შეუძლია."

- განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ჟურნალისტებთან.

ავტორი: ანა ჩიქოვანი 

კომენტარები