სიახლეები

306 Views
ციტატები

ჯაფარიძე: შმაქსისტებს სიამაყის განცდა აქვთ, რომ არ დაემორჩილნენ სისტემას და იბრძვიან!

შმაქსისტებს სიამაყის განცდა აქვთ იმის გამო, რომ ცხვრებივით არ დაემორჩილნენ სისტემას და იბრძვიან! იმდენად დიდი აბსურდია, სულ რომ ივანიშვილის ან კალაძის ფანი იყოს, ამ უსამართლობას ყველა გრძნობს, . ის რაც ცოტა ხნის წინ კანონიერი იყო, ახლა უკანონობად აქციეს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გირჩზე ამ ადამიანების წარმოდგენები, ვინც ახლა შმაქსისტები გახდნენ, ყოველთვის სტერეოტიპული იყო და ამ პროცესებმა ესეც შეცვალა, რადგან რეალურად დაინახეს, რას წარმოადგენს "გირჩი". 

"გირჩზე" მათი წარმოდგენები სტერეოტიპული იყო, რომ ჩვენ ანტიეროვნულები ვართ, ქართველების გადაჯიშება გვინდა და ა.შ.ამ წარმოდგენებით მოძრაობდნენ, ამ პროცესებმა კი ამ ხალხისთვის გასაგები გახადა, ვინ ვართ ჩვენ. საკუთარ თავზე რომ გამოსცადეს და საკუთარ მაგალითზე ნახეს, რა ხდება სინამდვილეში, ვინ ვართ ჩვენ და რას ვიცავთ. 

აღნიშნა ჯაფარიძემ "თავისუფალი ბაზრის" ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები