სიახლეები

"გირჩის" პროექტი "ჯეკა" სისტემისგან უსამართლოდ დასჯილ ადამიანებს დაიცავს

"გირჩის" ახალი პროექტი, "ჯეკა", მართლმსაჯულების ორგანოების შიგნით გამოავლენს და გაასაჯაროვებს ადამიანებს, (პოლიციელებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და ა.შ.) რომლებიც უსამართლოდ ექცევიან სისტემის სახელით სხვა ადამიანებს.

ამის თაობაზე "გირჩის" ლიდერებმა ვახო მეგრელიშვილის "თავისუფალ ბაზარში" ისაუბრეს. 

ეს სისტემა საბოლოო ჯამში ასევე კონკრეტულ ადამიანებზე დგას. ისინი სისტემის არაადამიანურ დავალებებს ასრულებენ და აგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას ისე, ვითომც არაფერი არ მომხდარა, რაც საბოლოო ჯამში, სისტემას აძლევს მორალურ მხარდაჭერას, რომ ძველებურად ფუნქციონირება გააგრძელოს.

ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "თავისუფალი ბაზრის" ეთერში. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც სხვებს ცხოვრებას ურთულებენ, სინამდვილეში არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ საკუთარ საქციელზე, არსად ჩანს მათი ბრალეულობა და სისტემის ფუნქციების შემსრულებელი, უსახო ადამიანები არიან.

ამ ხალხის,პოლიციელების, პროკურორების,მოსამართლეების გასაჯაროვება და მზის შუქზე გამოყვანა, მათთვის მორალური დისკომფორტის შექმნა იქნება "ჯეკას" მთავარ ფუნქცია.

"ჯეკა" დაუპირისპირდება სისტემას და თუ ე.წ. "მილიციონერები" ემსახურებიან ხან საქართველოს და უმეტესწილად პოლიტიკურ ინტერესებს, "ჯეკა" იქნება ადამიანის დამცველი, ის ემსახურება ადამიანს!

"ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სისტემამ რაღაცნაირად გადაგაბიჯათ, გაგთელათ, დაგჩაგრათ, ვინც თვლით , რომ უსამართლოდ მოგექცნენ ( ეს მარტო ნაროტიკებს არ ეხება, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში), ინფორმაცია ამის თაობაზე შეგიძლიათ მიაწოდოთ "ჯეკას", მათ შორის, თუ გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია, ვინ იყო ის პოლიციელი ვინც დაგაკავათ, ის პროკურორი, რომელმაც ბრალი წაგიყენათ და ის მოსამართლე, რომელმაც ან ციხეში გაგიშვათ, ან გაგწეწათ, ან პირობითი მოგისაჯათ, "ჯეკა" გაატყავებს და გაასაჯაროვებს მათ!" - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე "გირჩის" ეთერში.

"ჯეკა" ადამიანის მეგობარია! იხილეთ მისი ფეისბუქის გვერდი!

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები