სიახლეები

201 Views
პოლიტიკა

ეპისკოპოსმა იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს. მან ამის თაობაზე ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. 

"მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით,“ - განაცხადა მიტროპოლიტმა იაკობმა.

პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორების საუბრისას უხერხულობას გომელაური და კვირკაშვილი გრძნობდნენ, გახარია არ  გრძნობდა.  უწმინდესს  ამის  შესახებ ათი დღის შემდეგ ვუთხარი და ღირსეული პასუხიც გავუგზავნეთ. პრემიერთან  საუბარი უწმინდესის  შეცვლაზე იყო, თავისთავად შიოს კანდიდატურა იქნებოდა, რომ ის მოსაყდრე იყო. ეგ მაგას არ ნიშნავს, რომ ის მთავრობის კაცია. დანარჩენ განცხადებას მერე კიდევ გავაკეთებ“ ,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე იაკობმა, რომელიც პატრიარქთან შესახვედრად მივიდა. 

 

კომენტარები