სიახლეები

90 Views
ეკონომიკა

ნათია თურნავა 100 საპრივატიზაციო ობიექტის პრეზენტაციას აანონსებს

100 ქონება გამზადებულია საპრივატიზაციოდ, რაც ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის კარგი შემომატება იქნება.  მომდევნო კვირაში ამის საჯარო პრეზენტაციას ვგეგმავთ. შემდგომში ეს იქნება ისეთი ობიექტები, რომლებიც მომავალში ჩვენ სააუქციონო საიტებზე მუდმივად იტრიალებს და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს. კონკრეტული ობიექტების წინასწარ თქმა არ მინდა, მაგრამ საინტერესო ობიექტები იქნება

- განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ 100 საპრივატიზაციო ობიექტის (ქონების) გამოტანა  და ბიზნეს სუბიექტებისთვის შეთავაზება 2019 წლის ივლისში დაანონსა.

კომენტარები