სიახლეები

901 Views
პოლიტიკა

თბილისის ქუჩებში უკვე 420 "შმაქსისტი" მოძრაობს

"შმAXI"-ს უკვე 420 რეგისტრირებული მასწავლებელი ჰყავს. 

"გირჩის" ოფისში "შმAXI"-ში გასაწევრიანებლად ყოველდღე ათეულობით ადამიანი მიდის. მათი უმრავლესობა ის ტაქსისტია, რომლებსაც ტაქსის ახალი რეგულაციების წყალობით, თბილისის მერიამ თვითდასაქმების საშუალება წაართვა

რეგისტრაციისთვის ასევე ისეთი ადამიანებიც მიდიან, რომელთაც მხარდაჭერის გამოხატვა და "შმაქსის" პოპულარიზება უნდათ.

"გირჩის" მიერ დაარსებული "შმAXI", საგანმანათლებლო კომპანიაა, .. ბორბლებიანი სასწავლო დაწესებულება. „შმაქსი“- მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე "შმაქსისტები", მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე ელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში "გირჩის" მიერ მიწოდებული აუდიო მასალის ჩართვაც შეუძლიათ. ეს გახლავთ კიდევე ერთი რეგულაცია, რომლის გარღვევაც გირჩმა შეძლო. 

შმAXI-ის სლოგანია #ისწავლეგზადაგზა.

შმაქსაობის მსურველ ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია მივიდეს "გირჩის ოფისში", ბესიკის 4 ნომერშიშესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგმოსახლეობაში საღი აზრის გავრცელების პროექტში ჩაერთოს და განაგრძოს მუშაობა

ასევე შეგახსენებთ, რომ შმაქსის“ გამოძახება ქოლ-ცენტრის მეშვეობითაც არის შესაძლებელი.

ნებისმიერ პირს, ვისაც „შმაქსის“ საგანმანათლებლო სერვისის გამოძახება სურს, შეუძლია დარეკოს ნომერზე - 2 052 420.

რაც შეეხება "შმაქსის" აპლიკაციას, მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში მომხმარებელს ამ სერვისით სარგებლობაც შეეძლება.

იხილეთ "შმAXI"- ფეისბუქ-გვერდი.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები