სიახლეები

როდის გვეყოლება 21-ე საუკუნეში დაბადებული პარლამენტარი?

ცოტნე კობერიძემ თავის ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით", საპარლამენტო ასაკის დაწევის თემაზე ისაუბრა, "გირჩის" საბჭოს წევრ იმედა კლდიაშვილთან ერთად. ცოტნეს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ეს თემა გახდეს აქტუალური და შემდეგ დადგება საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი.

თუ ეს პროცესი დაიწყო, დაახლოებით ერთ თვიანი კამპანია სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებას, ვსაუბრობ როგორც ოპოზიციასთან ისე ხელისუფლებასთან, ძირითადად ისეთ პოლიტიკოსებთან, ვისთან ლაპარაკსაც აზრი აქვს.  დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, საჭირო იქნება განხილვები და მათ შორის რეგიონებში სიარული და მათი ინფორმირება. მერეც ამ სასამართლო პროცედურას დაახლოებით ერთი თვე დაჭირდება. გონივრულ დონეზე რომ მივუდგეთ, მგონია, რომ ახალ წლამდე თუ მოესწრო ეს პროცედურები, იქნება შანსი 2020-ის არჩევნებისთვის.

როგორც ცოტნემ თავის ყოველდღიურ გადაცემაში აღნიშნა, აქტიურად არის ჩართული "გირჩის" წევრ ბავშვებთან ერთად, საპარლამენტო ასაკის დაწევის აქტუალიზაციის საკითხში. ხვდება პოლიტიკოსებს და კომუნიკაციას ამყარებს სხვადასხვა პარტიის ახალგაზრდულ ჯგუფებთან, რომლებიც ასევე დაინტერესებული არიან ამ თემით. მისი თქმით, პროცედურები რომ ვერც მიიყვანოს 2020 წლის არჩევნებისთვის ბოლომდე, მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე ისაუბრონ და იფიქრონ ადამიანებმა.

ყველა პოლიტიკოსი გვეუბნება, რომ რაღაც რაოდენობის ხელმოწერები მაინც გვჭირდება, რომ ეს არა მხოლოდ ცოტნე კობერიძის პოზიციაა, არამედ კონკრეტულ ადამიანებს მართლაც აინტერესებთ და აწუხებთ ეს საკითხი. 

- ამბობს კობერიძე "გირჩის" ეთერში.

"გირჩის" საბჭოს წევრის იმედა კლდიაშვილის თქმით, ცოტნე კობერიძეს აქვს იმის პრეტენზია, რომ "გირჩის" პარტიული სიის სხვა ლიდერებთან ერთად, შევიდეს პარლამენტში და მათ შორის, კონკურენციაც გაუწიოს მათ. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

 

კომენტარები