სიახლეები

გიორგი მიქაუტიძის აზრით სოციალურ ქსელში გინება ხულიგნობა არ არის

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელში გინება არ შეიძლება წვრილმან ხულიგნობად ჩაითვალოს.

მან ეს  იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასმულს შეკითხვას უპასუხა.

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა ხულიგნობად ვერ ჩაითვლება.

ამბობს მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს, საცდელი ვადით დანიშნულმა, მოსამართლემ, მეხუთე მოსმენით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ბუბა ნაჭყებია, 166-ე მუხლით ადმინსტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა როგორც მოსამართლემ აღნიშნა გაითვალისწინა სტუდენტის პიროვნება და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, გაათავისუფლა სახდელისაგან, ანუ როგორც სტუდენტი ამბობს მოსამართლემ იმ საქმეში, რომელიც სასამართლოს წარმოებაში არ უნდა მიეღო (რომ არა ნაცნობობა და ავტორიტეტები) დამნაშავედ ცნო, გაითვალისწინა მისი პიროვნება - დაუნგრია მომავალი იურისტობა და სახდელი არ დააკისრა.

ბუბა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და გამოხატვის თავისუფლებას.

ბუბა ნაჭყებიამ, თსუ-ის სტუდენტების 3000-წევრიან დახურულ ჯგუფში, გიორგი გორაშვილის შესახებ შეურაცხმყოფელი პოსტი დაწერა 2019 წლის ივნისში. გინების ტექსტის სქრინი კი გაუგზავნეს ლექტორს, რომელიც ჯგუფის წევრი არ იყო.

გორაშვილმა პოლიციას მიმართა და სტუდენტის დასჯა მოითხოვა. საქმე წარიმართა 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლით, რომლის თანახმად: "წვრილმანი ხულიგნობა არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს". დანაშაული ისჯება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით, ან 15 დღემდე პატიმრობით.

ბუბა ნაჭყებია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლთან დაკავშირებით, შესაძლოა, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოსაც და მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვონ.

კომენტარები