სიახლეები

739 Views

ცოტნე კობერიძის სამართლიანი წესრიგი

რა არის სამართლიანი წესრიგი და როგორი უნდა იყოს წესიერი საზოგადოება ?

ამის შესახებ "გირჩი"-ს პარტიული რეიტინგით, ამჟამად,  პირველ ადგილზე  მყოფმა , ცოტნე კობერიძემ, ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ ბაზარში" ისაუბრა.

როგორც ცოტნემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცხადი იყოს, რომ ადამიანს აქვს სიკეთის განსაზღვრის უფლება, შეეძლოს თავად გადაწყვიტოს, რა არის მისთვის სწორი და რა არასწორი.

კობერიძის თქმით, თუ კონსესუსისთვის რაღაც ინსტიტუტი გვჭირდება, უმჯობესია ამ ინსტიტუტს უწევდეს მსჯელობა, რისი არ გაკეთების ვალდებულება აქვს პიროვნებას, ვინაიდან მისი აზრით  ეს გაცილებით უფრო მარტივი იქნება და უფრო ცხადს გახდის ვალდებულებებს.

ცოტნეს აზრით, ის  თუ რისი გაკეთების ვალდებულება უნდა გვქონდეს, რთული დასადგენია, რადგან აზრთა სხვადასხვაობა ჩნდება და საზღვრის გავლება შეუძლებელია, როგორც რაოდენობრივ ისე ზოგადად განსახილველი საკითხების შესახებ.

ერთმა ადამიანმა, მეორეს რა არ უნდა გაუკეთოს, ეს უფრო მარტივი განსასაზღვრი იქნება პარლამენტში, თუნდაც იქ კვიციანი იყოს.

-ამბობს "გირჩი"-ს პარტიული სიის პირველ ადგილზე მყოფი პოლიტიკოსი.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები