22 ოქტ 2019
2705 Views
ეკონომიკა

BBC-ის ბიზნეს-კორესპონდენტი გვირჩევს ირლანდიის გზას გავყვეთ

BBC-ის მთავარი ბიზნეს-კორესპონდენტი ჯო ლაინამი, თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმს" დაესწრო. ის ფორუმზე ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. როგორც ლაინამმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია, გაჰყვეს ირლანდიის გზას, რომელიც სიღატაკიდან რამდენიმე წელიწადში, ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანა გახდა.

აღსანიშნავია, რომ ის რითაც ამდენი წლის განმავლობაში ინვესტორები ირლანდიით იხიბლებიან, არის მისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოგების გადასახადი (12.5%).

ვფიქრობ, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს მომავალი წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამასთან, მინდა საქართველო ჩემს სამშობლოს - ირლანდიის რესპუბლიკას შევადარო. როცა დავიბადე, სულ რამდენიმე წლის წინ, ირლანდია დასავლეთ ევროპაში უღარიბესი ქვეყანა იყო. შემდეგ, შეუერთდა ევროკავშირს, თავისი პერსპექტივები გააფართოვა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის გადამზადებაში, ახლა კი ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა. მასზე მდიდარი მხოლოდ ლუქსემბურგია. ვფიქრობ, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას.

აღნიშნა ლაინამმა პანელის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, საქართველოში კონკურენციის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. პოზიტიურ ფაქტორად მიიჩნევს, რომ მაგალითად ლონდონში პირდაპირი რეისები მხოლოდ თბილისიდან კი არა, ქუთაისის აეროპორტიდანაც ხორციელდება და "ბრიტანეთის ავიახაზებიც" თუ შემოვა, კიდევ უფრო გაუმჯობესდება სიტუაცია.

კარგი იქნება, თუ საქართველოში ფრენები „ბრიტანეთის ავიახაზებიც“ შემოვა. კონკურენცია ფასებს დაბლა წევს, შედეგად, ხალხს მოგზაურობის საშუალება ეძლევა. ასევე, გჭირდებათ მეტი კავშირები, ასე რომ “თურქეთის ავიახაზები” შესანიშნავ სამსახურს გიწევთ. კარგი იქნება, თუ საქართველოდან უფრო მეტი დედაქალაქის მიმართულებით იქნება ფრენები უფრო ხშირად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, უფასო Wi-Fი, რომელიც ყველგან უნდა იყოს, ასევე, ხალხის დატრენინგება, რომ საზღვარგარეთ გავიდნენ და ქვეყანას პოპულარიზაცია გაუწიონ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

წყარო: Bpn.ge

 



კომენტარები