სიახლეები

ფალავანდიშვილი: როცა თესლს, ქოთანს და სასუქს ყიდი, ეს არ არის ბარიგობა?

როდესაც ყიდი ნარკოტიკის თესლს,(ამ შემთხვევაში მარიხუანას თესლს), ქოთანს ყიდი, სასუქს და მოსაწევ საშუალებას, ნივთს რითიც უნდა მოიხმარო, ეს არის ნარკოტიკით ვაჭრობა, ეს არის ბარიგობა.

- განაცხადა ტვ პირველის ეთერში, სამოქალაქო აქტივისტმა და გურამ ფალავანდიშვილის ვაჟმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.

ვახოს სანაიას პირდაპირ ეთერში, ფალავანდიშვილის პირისპირ, იაგო ხვიჩიაც იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღევანდელ Canaexpo-ს გამოფენა-გაყიდვაზე არავითარი ბარიგები არ ყოფილან და ზოგადად სიტყვა ბარიგა სისტემის მოფიქრებული ცალსახად ნეგატიური დატვირთვის მქონე ტერმინია, რომელიც ხშირად რეალობას არ ასახავს.

როდესაც ერთი მხრივ ადამიანები ამ ნივთებს ყიდიან და მეორე მხრივ, სხვები ამას ნებაყოფლობით ყიდულობენ, სისულელეა ვეძახოთ მათ ბარიგები. სამკურნალო წამალს რომ ყიდულობდა ხალხი კომუნისტების დროს, ვინაიდან ბაზარზე არ იშოვებოდა, ვინც ამ წამალს ყიდდა, იმასაც ბარიგას ეძახდნენ, ზოგადად, სიტყვა ბარიგა მოფიქრებულია საბჭოთა სისტემის მიერ იმ ადამიანის დასაკნინებლად, რომელიც სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, სხვა ადამიანებისთვის საჭირო რამე ნივთს ყიდდა, ის ჩვეულებრივი ადამიანების მოფიქრებული ტერმინი არაა. ეს შეიძლება ყოფილიყო მაგალითად მშრალი კანონის დროს არყის და ღვინის გამყიდველი.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ბარიგების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში, მათმა სისტემასთან გარიგებამ გამოიწვია, რადგან მუდმივი დევნის პირობებში, ბოლოს სახელმწიფოსთან დებდნენ შეთანხმებას და რეალურად, ისინი ცუდები შეიძლება იყვნენ იმის გამო, რომ მეტი მოგებისთვის შხამს და უხარისხო პროდუქტს ყიდიან სხვა ადამიანებს და არა იმიტომ, რომ "ბარიგები" არიან. 

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ფალავანდიშვილი და მმკ-ს წარმომადგენელი ლევან ჩაჩუა დღეს დედაენის ბაღში Canaexpo-ს ფლი-მარკეტზე გამოჩნდნენ, გამოფენა-გაყიდვაზე მყოფ ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან იკამათეს და ბარიგა უწოდეს მას. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

 

კომენტარები