სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა

დღეს, 17 ოქტომბერს, მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 57კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა  ეთერ ლიპარტელიანმა იაპონელი კანაიკო ჰაკამატა დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები