სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძის მოხსენებას 400-ზე მეტი ადამიანი ესწრება ბათუმში

European Students For Liberty ბათუმში მე-3 რეგიონალურ კონფერენციას ატარებს, რომლის ერთ-ერთი სპიკერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა. 

ზურაბ ჯაფარიძის ლექციას 400-ზე მეტი ადამიანი ესწრება სასტუმრო ბათუმის "ინტურისტში". მოხსენების თემაა - "რატომ ლეგალიზაცია?

ლეგალიზაცია ჩემთვის მორალის საკითხია, არავის აქვს უფლება აგვიკრძალოს შეცდომების დაშვება. საბოლოო ჯამში ადამიანობა სწორედ ამას ნიშნავს.

ამბობს ჯაფარიძე.

"სტუდენტები თავისუფლებისთვის" ორგანიზებული ბათუმის რეგიონალური კონფერენცია არის ახალგაზრდული შეკრება, რომელიც ასობით თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს აერთიანებს. ერთდღიანი ღონისძიების განრიგი საინტერესო ლექციების, დისკუსიებისა  და ცხარე დებატებისგან შედგება.

კონფერენციაზე პირველი მომხსენებელი გახლდათ ორგანიზაცია "დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე, რომელმაც "გავრილოვის ღამეზე" ისაუბრა.

მეორე მომხსენებელმა, მწერალმა ტორესა მოსიმ კი, ლიტერატურაში თავისუფლების ძიებაზე ისაუბრა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები