სიახლეები

6579 Views
პოლიტიკა

ჯაბა კილაძე ზურაბიშვილზე: შეცდომები ყველას მოსდის

როგორ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ ქმედებებს მისი მხარდამჭერები. ამ შეკითხვით მსახიობ ჯაბა კილაძეს მივმართეთ, რომელიც პრეზიდენტის მხარდასაჭერ ერთ-ერთ კლიპშიც მონაწილეობს.
ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით პროცესებს აკვირდება და დასკვნებს მოგვიანებით, ყველაფრის გარკვევის შემდეგ გამოიტანს.

„ვცდილობ, არ ავყვე ცხელ მოვლენებზე ემოციებს. თუმცა, ერთი მხრივ ამ შეწყალების ფაქტებზე დიდი ყურადღებაა მისაქცევი, მაგრამ მეორე მხრივ, არ მესმის, მიხაილოს გათავისუფლებას ითხოვს ამდენი ხანია საზოგადოება და არაფერი, არანაირი რეაქცია. მკვეთრი რეაქციებისგან ამ ეპატზე თავს შევიკავებ.

ისედაც ისეთი დაძაბულია ყველაფერი, დიდი პრობლემების წინაშე ვართ. პოლიტიკოსების დისკრიმინაციას ვცდილობთ სულ და არაა ახლა ამის დრო. იდეალური არავინ არაა, შეცდომები ყველას მოსდის.

ის ყველაფერი, რის გამოც პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს საზოგადოება აკრიტიკებს, თანამდებობის მომავალი პირებისთვის, დაუძლეველი ბარიერი უნდა გახდეს - ვერავინ ვერ უნდა გაბედოს იმის კეთება რაც დღეს ხდება.

თავის დროზე შეიძლება განსხვავებული პოზიცია მქონდა, დღეს სხვანაირად ვფიქრობ და ხვალ იმის მიხედვით ვიფიქრებ, რა იქნება კარგი ჩვენი ქვეყნისთვის და რა მოგვიტანს სიმშვიდეს“ - ამბობს კილაძე.


შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ადამიანია, ამ სიაში არიან ყაჩაღობისა და ქურდობისთვის მსჯავრდებულებიც. საზოგადოების პროტესტის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 
 



ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები