სიახლეები

1396 Views
პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე - საპატრიარქომ ადამიანების გამდიდრებას შეუშალა ხელი

NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა, საჯარო უწყებებიდან ყველაზე კარგად, ეკლესიის მუშაობას აფასებს. როგორც ამ საკითხის კომენტირებისას ყოველდღიური გადაცემის „გირჩის აზრით“ წამყვანმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა, საპატრიარქოს ყველაზე ნაკლებ პატივს სცემს. განმარტა, რომ ეს ინსტიტუტი, მიუხედავად იმისა რომ მოქალაქეების ფულით ფინანსდება, თითოეულ მათგანს თავისუფლებას უზღუდავს.

სიტყვის თავისუფლება არის ის თემა, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად საპატრიარქოს მიერ იზღუდება - „სიძულვილის ენა“-ს უწოდებენ ამ ყველაფერს. 

„ბიბლიური თავისუფლება“, ჩვენი შექმნილი ეს ორგნიზაცია ადამიანებს სავალდებულო მონობისგან იხსნის - საპატრიარქო ამასაც ებრძვის.

ნარკოტიკები - საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მას შემდეგ რაც სარჩელი მოვიგეთ, ხელისუფლება რაღაცას გვთავაზობდა, ის არ იყო საკმარისი ცხადია, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს კანაფის წარმოებას დავწყებდით, CBD-ის მაინც. ამის განხორციელებას ხელი უშუალოდ საპატრიარქომ შეუშალა, მან ადამიანების გამდიდრებას შეუშალა ხელი, მეტ თავისუფლებას..

გაწბილებული ვარ, რომ ის ინსტიტუტი მოსწონთ ყველაზე მეტად, რომელიც თავისუფლებას ყველაზე მეტად გვიზღუდავს“ - ამბობს კობერიძე.

კომენტარები