სიახლეები

111 Views
პოლიტიკა

სააკაშვილი: მე ვარ მზად, ვიყო მოთამაშე მწვრთნელი

მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ეს ძველად რომ იყო “მესიანებული”, ჩამოვიდა მესია ზემოდან და გადაწყვიტა ყველაფერი, ასე აღარ იქნება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 14 სექტემბერს, ოდესაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. სააკაშვილის თქმით, ცენტრალურ თავდამსხმელობას აღარ აპირებს და მზადაა ახალგაზრდებს გადააბაროს ეს ფუნქცია.

ჩამოვალ საქართველოში, ვენახი მაქვს მოსავლელი, მოგცემთ რჩევებს თქვენც. რთველს ჩავატარებთ ერთად. მე მზად ვარ ვიყო მოთამაშე მწვრთნელი. ფეხბურთი ვისაც გიყვართ, მოთამაშე მწვრთნელი არის კარგი ტიპი. თან მწვრთნელია, თან ხანდახან გამოდის, ერთ პასს მისცემს, ხანდახან დაარტყამს, შეიძლება პენალტიც გაიტანოს. საბოლოო ჯამში, თავდამსხმელები არიან სხვები. თქვენ უფრო სწრაფები ხართ, უფრო ფეხმარდები ხართ, უფრო სტრატეგიულები ხართ, ჩვენ კი მოგიყვებით, გიჩევთ როგორ უნდა იყოს.

განაცხადა სააკაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას

კომენტარები