სიახლეები

რატომ გაიყო ირაკლი ჩარკვიანის და კოტე ყუბანეიშვილის გზები?..

პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „პროცესი“ თავის მეგობარ, მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანთან დაკავშირებით ისაუბრა.

მე და ირაკლის საერთო გვქონდა ის, რომ ვერ ვიტანდით სიაფანდობას.. ნიჭიერი ადამიანი იყო. ძალიან სხარტი აზროვნება ჰქონდა, არ ეტყობოდა და არ სჭირდებოდა წიგნების დიდი რაოდენობის კითხვა იმდენად თვითმყოფადი ნიჭი ჰქონდა. ირაკლი ძალიან მაკლია, ყველაზე მეტად ირაკლი მაკლია..

..ირაკლი მე დამჭირდა იმიტომ რომ მუსიკალურ წრეში მისგან შევედი და ირაკლი გადმოვიყვანე იმ ჭკუაზე რომ ეს ყველაფერი ჩემს ლექსებთან ერთად გარეთ გამოვიტანე.

ირაკლი ძაან ჩაკეტილი იყო, მედიცინა და ოთახში და „დაჩაზე“ გასვლა და ა.შ.

ჩვენი გზები გაიყო იმიტომ რომ ირაკლი ვერ იტანდა ქუჩას და მე მიტინგზე ვცოცხლდები, ქუჩაში.. ირაკლიმ, მე ფულს თუ არ მომცემენ არ გამოვალო, ხალათი თუ არ მაცვია და ა.შ. ეგეთი რაღაცები დაიწყო.. ბრძოლის დროს რომ გითხრა, თუ არ გადამიხდი არ წამოვალო, რანაირი ძმაკაცობაა. მე ეგრე არ ვიყავი გაზრდილი“ - ამბობს ყუბანეიშვილი.

გადაცემის "საქართველოს დაბადება" სრული ვერსია.

შეგახსენებთ, რომ კოტე ყუბანეიშვილმა და ირაკლი ჩარკვიანმა 80-იანი წლების ბოლოს, პაატა ქურდაძესთან ერთად, რევოლუციური არტ-გაერთიანება, „რეაქტიული კლუბი“ დააარსეს.

კომენტარები