13 სექ 2019
60 Views
ეკონომიკა

მაჭავარიანი უცხოური ინვესტიციების შემცირებას რეგიონის ეკონომიკურ დაძაბუნებას აბრალებს

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების ასეთი დრამატული შემცირება, ბოლოს, მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდში იყო. კლება 216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ბიზნესმედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მთავარი საზომი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არაა.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა. ესაა გადამწყვეტი. ინვესტიციების ბუნება- იქნება ეს ადგილობრივი თუ უცხოური, ეს აბსოლუტურად მეორეული საკითხია, დამერწმუნეთ

როგორც მაჭავარიანი ამბობს, უცხოური ინვესტიციების 60-70 % სინამდვილეში ქართული ინვესტიციები იყო, აქედან გატანილი და შემოტანილი სხვადასხვა ქვეყნიდან ან ოფშორიდან. მისი განცხადებით ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, დაძაბულობა და მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა უკვე ნეგატიურად აისახება, რადგან ბიზნესს მტყუან-მართალი არ აინტერესებს.

დაიძაბება ურთიერთობა მეზობელთან? იქნება რუსეთი, თურქეთი თუ ვიღაცა, იქაც არ აინეტერსებთ ვინ არის მართალი, ვინ არა. ტემპერატურამ აიწია? სენტიმენტები, განწყობები შემცირდა.

ფინანსთა მინისტრი რეგიონში არასტაბილურობაზეც საუბრობს და რეგიონის საერთო ეკონომიკურ დაძაბუნებას ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად, რაც მისი აზრით ინვესტიციების შემცირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

წყარო: BM.GE



კომენტარები