სიახლეები

ავთანდილ კუჭავას ჯარის ისტორია - #არამონობას

#არამონობას

2018-ში მოვრჩი ბაკალავრს. მაგისტრატურაზე ჩაბარებისთვის ზედმეტად გადაღლილი ვიყავი, სამსახური, რაღაც აქტივობები აქეთ-იქეთ და მოკლედ, არ ჩავაბარე. ჯანმრთელობაც მთლად კარგ დღეში არ მქონდა 18 საათიანი დღიური რეჟიმის გამო.

მამაჩემს მივატანინე საბუთი. არ ჩაიბარეს, ნოტარიუს უნდა დაამოწმებინოო. მივწერე მერს. აქეთ-იქეთ. დამირეკა კომისარიატიდან ვიღაცამ და დამიწყო კაჩავი "ჩემთან რატო არ მოდი პირდაპირო" - მეთქი ვინ ხარ, რა გინდა, რა შენთან არ მოვედი, ქალაქში რომ ვიყო მამაჩემს კი არ მოვატანინებდი-მეთქი. მოკლედ, ასე თუ ისე ავდექი და ფოსტით გავუგზავნე. უნდოდათ თუ არა ჩაიბარეს. ჰო მართლა, ტელეფონზე საუბრის მერე 2-3 დღეში ვიგებ ამბავს რომ ამავე კომისარიატში ქრთამზე დააკავეს კომისარი. ბედის ირონია ხომ გინდათ <3 :) <3

2019 წელს გადავწყვიტე ამ საამაყო ქვეყნის ავადსახსენებელ განათლების სისტემაში კიდევ შემეყო თავი და მაგისტრატურაზე ჩამებარებინა (მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა).

ყველამ იცის, რომ სექტემბრის ბოლომდე ზოგადად გამოცდის პასუხები არ არის ხოლმე და აბიტურიენტიდან დაწყებული მაგისტრანტით დამთავრებული, არავინ იცის სად მოხვდა.

აგვისტოს 25-ში მოტყუებით ჩააბარეს ბაბუას ფურცელი სადაც ეწერა, რომ 3 დღეში უნდა მიმეტანა საბუთები თავის არიდების შესახებ.

მივედი დაველაპარაკე ადამიანურად, ვაბარებ და გადამიწიეთ ვადა-მეთქი - კანონში ასე გვიწერია და ვერ გადაგიწევთ, (და თან ჩაცინებით) "მღვდელმსახური ხომ ხარ და მოიტანე ცნობა"-ო. მაინც და მაინც პარაკლისი უნდა ჩამეტარებინოთ-მეთქი? როგორ არ ხდება, ჩემს წინ რომ ბიჭი იდგა იმას გადაუწიეთთქო. ამაზე იქ შეგიძლია ესაუბროო და მიმითითა რაღაც კაბინეტზე საიდანაც გამოდის ხმა კაცობაზე საუბრის, ვაჟკაცობაზე, ეს მშიშარა ხალხი თურმე რო არ მიდის ამ სავალდებულოზე. "აბა ბიჭო დგომა უტყდებათ" ლაპარაკი და ასე.

არა თქვენს გახარებას მეთქი ნერვების მოშლის თავი არ მაქვს მთავარ მამათა თავისუფლების მოწმობას გამოგიგზავნითთქო და წამოვედი(არა ბიჭოს შევარჩენდი იმ დამცინავ ღიმილს). ბთ-ში დამახვედრეს ყველაფერი 100-იანზე და გავუგზავნე ეს დოკუმენტიც.

ამ თავისუფლების ერთ წელში:

1. ვიყავი OECD-ის საგადასახადო ფორუმზე პარიზში, სადაც ბრიტანეთის პრემიერმინისტრიდან დაწყებული აშშ-ს ელჩებით დამთავრებული ყველა იყო. ერთი მე ვიყავი ვიღაც 21 წლის ავთო ჩასული, რომელიც ამ 900 კაცში მოხვდა შესაბამისი გადარჩევით საქართველოდან. ბევრი მეგობარიც გავიჩინე და თან პარტნიორიც, პარიზშიც მიმიპატიჟეს და დამათვალიერებინეს შენობაც. საქმიანადაც ვისაუბრეთ საქართველოში კრიპტოვალუტების საინვესტიციო გარემოზე. მოკლედ, კარგი იყო.

2. ამ ფორუმიდან გამიჩნდა სტარტაპიდეა, რომელსაც ვამუშავებ და შანსი არაა ბოლომდე არ მივიყვანო;

3. დედაჩემი დავიცავი თაღლითი ადვოკატებისგან და ჩათლახი "ცეხავიკისგან". დღემდე მიმდინარეობს პროცესი, მაგრამ მე რომ არ ვყოფილიყავი არავინ აპირებდა მის დახმარებას ნორმალურად. ამან ასევე გამოიწვია სხვა პარალელური საკითხები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებითაც.

4. რამოდენიმე ადამიანს წლობით აუღებელი ხელფასები ავაღებინე სამსახურებიდან (სხვათაშორის თქვენი ჯანდაცვის სისტემის წყალობით არ აქვთ აღებული 70% ხელფასი). ჯამში დაახლოებით ყველა ექიმის ხელფასი იყო 40-60 ათასი ლარი. თავის ჯარიმებიანად. რა თქმა უნდა, მეც რაღაც თანხა გამოვიმუშავე.

5. დავიწყე პროგრამირების სწავლა.

ხო და ჯერ 1. #არამონობას!!! და მერე 2. თუ არ მინდა ვერ დამაძალებთ :) შანსი არაა.

პ.ს. ბაბუას ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი სამხედრო პენსიაზე რომ გასულიყო 40 წელზე მეტი სტაჟის შემდეგ, როგორც მფრინავს და გაათავისუფლეს ერთი წლით ადრე უმიზეზოდ, რომ პენსია არ გადაეხადათ. 2012-ში ახალმოსული ჯიგრებს ბევრჯერ მიწერა მაგრამ პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს.

ამიტომ აქვე #გავარტყითქვენსპატრიოტიზმს ვინც აქ ჭკუას გვარიგებთ!!!

ნახევარზე მეტს იმის მეასედიც არ გაქვთ მოხდილი, რაც ჩემებს. ენა რომ წაგიგდიათ და დორბლი რომ მოგდით, შარვალ-კოსტუმში, ქუჩაში სიარულისგან.

ხო და ამ თქვენ ქვეყნის წინაშე ვალით და რელიგიაზე აპელირებით დააგოიმეთ თქვენი ოჯახისწევრები და შვილები ბატონო ირა(კლე)ბო <3

სულ, რომ ყველა დოკუმენტი დახიოთ რაც არ მინდა ვერ გამაკეთებინებთ და თუ გინდათ #დავდგეთღარიბ !! :)

და თითქმის გამომრჩა - მე იმ ქვეყნის თავდაცვის დედა ვატირე, სადაც თავდაცვის მინისტრი კათედრაგავლილი სამხედროა და ამდენი ავღანეთში, აფხაზეთში და სამაჩაბლოში ნაომარი ხალხის ზემდგომი !!! :)

#მწვანეთავისუფლება
#არამონობას

 

ავტორი: ავთანდილ კუჭავა

კომენტარები