სიახლეები

501 Views
ეკონომიკა

საქსტატი თუ ქოცსტატი?!

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 187 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 54%-ით (217 მლნ დოლარით) ნაკლებია 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე.

პირველი ორი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით (254 მლნ დოლარით) შემცირდა.

საქსტატის გავრცელებულ მონაცემებს ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე ეხმიანება სოციალური ქსელით, როგორც ნამჩავაძე წერს, მშპ-თან ფარდობით, 2005 წლიდან დღემდე, ამაზე უარესი სიტუაცია მხოლოდ 2018 წლის მე-4 კვარტალში იყო, როცა ინვესტიციები 68 %-ით შემცირდა.

საინტერესოა საქსტატმა როგორ გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და როგორ ეცადა შელამაზებას :)  კვარტალურ ანგარიშში, შესავალში „აგვიხსნა“ რატომ შემცირდა ინვესტიციები, მთავრობა რომ ცუდად არ წარმოჩენილიყო და ინვესტიციების სექტორულ ჩაშლაში გვაჩვენა მხოლოდ 5 სექტორი (სადაც ზრდა არის), როცა აქამდე 10 სექტორის დონეზე შლიდა. 
ასე დაგვიმალა კვარტალურ ანგარიშში საფინანსო სექტორში წინა წლებში მოზიდული ინვესტიციების 34 მლნ დოლარით შემცირება, ხოლო წინა წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 97 მლნ დოლარიანი შემცირება. ვინც მხოლოდ „გასრიალებული“ ანგარიშების წაკითხვით არ ვკმაყოფილდებით, საქსტატზე ექსელის ფაილებში შეგვიძლია ვნახოთ ეს ინფორმაცია.

საბანკო სექტორშია 97 მლნ დოლარიანი კლება. საქსტატმა ისე გამოაქვეყნა ანგარიში რომ ეგ დამალა :D ჩემსავეთ რამდენი გადავა ექსელის ფაილებში და დაიწყებს ძებნას.

წერს ნამჩავაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. 

 

კომენტარები