სიახლეები

316 Views
პოლიტიკა

ვახო მეგრელიშვილი: საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისთვის საზარბაზნე ხორცია

დღეს მთავარი პირი იყო ღარიბაშვილი, რომელიც ემოციურად კითხულობდა დაწერილ ტექსტს და როდესაც მორჩა ამ ტექსტის კითხვას, გადავიდა, როგორც ჩანს, მისთვის უფრო ახლობელ თემაზე - "გირჩზე" და მასთან დაკავშირებულ სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე

- ამის შესახებ ვახო მეგრელიშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში "რეაქცია" ისაუბრა. 

მისი თქმით, საქართველოში ტენდენციად არის ჩამოყალიბებული, რომ ხელისუფლების მთავარი მოქმედი პირები ყოველთვის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან მაშინ, როდესაც ხელისუფლების შენარჩუნება დგება სასწორზე. ახლაც, მესამე ხელისუფლების საარჩევნო ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, მთავარი მოთამაშე კვლავაც ძალოვანი სტრუქტურაა.

მეგრელიშვილი ასევე თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ყველაზე საშინელი შედეგების მომტანი პრემიერმინისტრი, რადგან სწორედ მის დროს დავარდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2%-მდე.  

რაც შეეხება ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, მეგრელიშვილის აზრით, მისთვის ჩვეულებრივი მოქალაქეები მიზნის მისაღწევი საშუალებები არიან.

საუბარი არის იმაზე, რამდენად დავამონებთ საქართველოს მოქალაქეებს და შთავაგონებთ მათ, რომ ისინი სახელმწიფოსთვის საზარბაზნე ხორცი არიან, ან მონები, რომლებსაც შეგვიძლია ცხოვრება შევუცვალოთ იმის მიხედვით, თუ რა წარმოგვიდგენია სწორად და საერთოდ ფეხებზე გვეკიდოს ამ ადამიანების ოჯახები და მათი პირადი ცხოვრება - ყველაფერი. 

- ამბობს ვახო მეგრელიშვილი.

ის თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ძველი ელექტორატის მობილიზაცია და საპატრიარქოს გულის მოგება სცადა.

მეგრელიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ლექცია წაუკითხა საკუთარი გუნდის წევრებს და გააკრიტიკა უმოქმედობისთვის მაშინ, როდესაც სამი წლის წინ გირჩმა კანაფის დათესვით "თავზე დაახია კანონმდებლობა" ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მისი თქმით, ღარიბაშვილის განცხადება იყო კოლეგებისადმი გაკეთებული მოწოდება, დაეჭირათ ბავშვები, რომლებიც სამოქალაქო პროტესტში იღებდნენ მონაწილეობას, რაც პოპულიზმია, რითიც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი სხვადასხვა ჯგუფს შორის სიძულვილს აღვივებს. 

კომენტარები