სიახლეები

თიანეთის კომისარიატის მიერ დაჩაგრულ წვევამდელს ჯარი გადაუვადდა

თიანეთის მერიამ „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის ჯარში წაყვანა ვერ შეძლო.

როგორც ჩვენთან საუბრისას ჩვენმა მღვდელმსახურმა, დავით ოთარაშვილმა განაცხადა, ლაივ-გასაუბრებაზე, კომისიის წევრებმა, კომისარიატში გამოცხადების ბოლო ვადად 4 სექტემბერი დაუსახელეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, გუშინ დაურეკეს და უთხრეს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა გადაუვადდა.

შეგახსენებთ, რომ თიანეთის მერიაში, წვევამდელთა გამწვევი კომისიის სხდომაზე მისული ადამიანი, რომელსაც საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - „ბიბლიური თავისუფლებისმღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა, დეზერტირობაში დაადანაშაულეს.

მერიის „ფეისბუქ“-გვერდზე გასაუბრება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რისი შესწავლაც სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყო.

კომისიის წევრის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით კი დასახვრეტია ყველა, ვინც ამ ადამიანებს ეხმარება და მათგან, ჯარისგან გასათავისუფლებლად, ფულს იღებს - „არ აქვს მნიშვნელობა, 50 ლარს იღებს თუ 2000-, ყველა დასახვრეტია“.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მეჭიაურმა გაიგო, რომ წვევამდელებისგან ორიათას ლარს სახელმწიფო იღებს, აზრი შეცვალა და განაცხადა - „ააა, სახელმწიფო ბიუჯეტში თუ იხდის ამ ფულს ადამიანი, მაშინ ეს შესაძლებელია. ის ამ ფულით სხვა სამხედროებს ქირაობს“.

რას გააკეთებენ თიანეთის კომისარი და პირადად თამაზ მეჭიაური იმ შემთხვევაში თუ "ბიბლიური თავისუფლების" წევრი მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და ჯარშიც არ წავა? მეჭიაური აცხადებს, რომ მან მხოლოდ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ჯარში აუცილებლად უნდა წავიდეს.

კომენტარები