სიახლეები

ალექსანდრე რაქვიაშვილის სალექციო კურსი "გირჩის" წევრებსა და მხარდამჭერებს

"გირჩის" წევრებისა და მხარდამჭერებისთვის, "გირჩის" ოფისში, ეკონომიკურ თემებზე სალექციო კურსი მიმდინარეობს. ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის ყოფილი დეკანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ატარებს. 

"ეს არის შესავალი კურსი ეკონომიკში, რომელიც მსმენელს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ წარმოდგენა ყველა მნიშვნელოვან და ძირითად საკითხზე, რაც ცხოვრებაში გვაინტერესებს, იქნება ეს მშპ-ს ცვლილება, ფასები თუ ლარის კურსი.  ვცდილობ, ძალიან მარტივად ავხსნა ეს ყველაფერი რომ თუ ადამიანს არანაირი "ბექგრაუნდი" არ აქვს, მაინც გაიგოს. ეკონომიკური პრობლემები ყველას გვაწუხებს და უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, ამ პრობლემებზე ვიმსჯელოთ" - აცხადებს რაქვიაშვილი. 

სალექციო კურსი 24 აგვისტოს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

კომენტარები