სიახლეები

1008 Views
პოლიტიკა

გოცირიძე დემურ დვალიშვილის თვითმკვლელობაზე - კუპონის მსხვერპლი არის ეს კაცი

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე თავისი წინამორბედის, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, დემურ დვალიშვილის თვითმკვლელობის დეტალებს იხსენებს.

გოცირიძემ ამის შესახებ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - პროცესი ისაუბრა.

"ბატონი დემურ დვალიშვილი აწარმოებდა სიას, ვის აძლევდა სესხებს და ამას ინიშნავდა თავის ჟურნალში. ყოველი მიმსვლელი, დეპუტატი იქნებოდა თუ ვინ, ეახლებოდნენ და ყველას გაჰქონდა ფული. ეს იყო რეალურად კრიმინალური ქმედებების დოსიე - ამაში იყო მთელი საქართველოს ცნობილი ადამიანების გვარები..

როდესაც შევარდნაძე თავის პოლიტიკურ მომხრეებს აძლევდა ფულს, ეს ითვლებოდა კარგ ქმედებად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ახლა გარდაცვლილია, გვარი არ მინდა ვთქვა, შემდეგ ციხეში იყო რამდენიმე წელი და ტრადიციონალისტთა კავშირის დეპუტატიც იყო, შევარდნაძის მომხრე და შევარდნაძის მომხეობის დროს მან ამ სქემით გამოიტანა ფული.

მაგრამ მერე პოლიტიკური პროცესები რომ აიჭრა საქართველოში, ეს კაცი დაუპირისპირდა შევარდნაძეს. ადგა შევარდნაძე და დაავალა პოლიციას ამ კაცის წინააღმდეგ საქმე. ამის წინააღმდეგ საქმის შეკერვა შესაძლებელი იყო მხოლოდ ამ ფინანსური მაქინაციის გამო. ეს ადამიანი დაიჭირეს და დაიბარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომელიც უკვე გათავისუფლებული იყო და სთხოვეს ინფორმაცია ამ ადამიანის მიერ წაღებული ფულის შესახებ.

დაურეკა ამან თავის მდივანს და უთხრა, მოიტანე ის ჩვენი ჟურნალიო. მივიდა მდივანი, ჩაიხედა, გაახსენდა რომ 350 მილიონი თუ მაშინ მილიარდებზე იყო საუბარი, რაღაცა რაოდენობის თანხა ჰქონდა წაღებული და როცა ეს გამოკითხვა დასრულდა, ჟორჟოლიანი იყო ეს კაცი, დაკეცა ეს ჟურნალი და ადგა, გამომძიებელმა უთხრა, ნურას უკაცრავად, მაგრამ ეს ჟურნალი აქ დარჩებაო.

დვალიშვილმა მომენტალურად გააცნობიერა, რომ მთელი შევარდნაძის ელიტა ჩაუშვა - ამ ჟურნალში მთელი ინფორმაცია იკითხებოდა. გამოვიდა დერეფანში, აიღო პისტოლეტი და მოიკლა თავი - პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დიდი ჭორები იყო მერე ამ ამბავზე, ზოგი ამბობდა, შევარდნაძემ მოაკვლევინაო, უკვირდათ შსს-ში როგორ შეიტანა პისტოლეტი - კუპონის მსხვერპლი არის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, რომელიც შევარდნაძის დავალებით მოქმედებდა

გადაცემას ვრცლად შეგიძლიათ უყუროთ დღეს, 20:30 საათზე, გირჩი TV-ის პირდაპირ ეთერში - "მაგთის" აბონენტებს  გადაცემის ნახვა 61-ე არხზე შეგეძლებათ. 

კომენტარები