უკვე გაცემულია 0
განკუთვნილია 5 000 000 000
ჩვენ შესახებ

Girchi Board

პოლიტიკოსები
...
ზურა ჯაფარიძე პოლიტიკოსი

მე მქვია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თუმცა, ყველა მეძახის ჯაფარას.

...
იაგო ხვიჩია პოლიტიკოსი

მე იაგო ხვიჩია ვარ, პოლიტიკოსი და ყოფილი იურისტი. მთავარი, რისიც მჯერა, ისაა, რომ ძალადობა დაუშვებელია.

ბევრი რამ მაინტერესებს და ბევრი რამ მინდა გავიგო, სანამ ცოცხალი ვარ. ამისთვის სულ უფრო და უფრო მეტი თავისუფლება მჭირდება, რაშიც ხელს საბჭოთა სისტემა მიშლის. ამიტომ, მის დაშლას ვაპირებ თანამოაზრეებთან ერთად.

გირჩში იმიტომ ვარ, გირჩზე უფრო თავისუფალი ადგილი ამ ქვეყანაში არ არსებობს.

...
ვახო მეგრელიშვილი პოლიტიკოსი

მე ვარ ვახო, ადამიანი, რომელსაც გირჩი სასიცოცხლოდ ჭირდება. გირჩი ყველაზე ეფექტური თავდაცვის პროექტია ამ ქვეყანაში.

ჩვენ ვიცავთ ერთმანეთს და სხვა ადამიანებს სისტემისგან.  ამბობენ, იდეა ყველაზე ძლიერი იარაღიაო და მინდა მის სრულფასოვან გამოცდაში მივიღო მონაწილეობა.

...
ჰერმან საბო პოლიტიკოსი

გირჩში ეგოისტური მიზნებით ვარ - მინდა ზუსტად ისე ვიცხოვრო, როგორც სწორი მგონია (თუ სხვაზე არ ვიძალადებ).

თუ ჩემი თავისთვის მოვახერხე ამ მიზნის მიღწევა, ავტომატურად, სხვა ადამიანებისთვისაც მოვიპოვებ ამ თავისუფლებას. ხოლო, ვინც ამ მიზნის მიღწევაში დამეხმარება, საკუთარ თავს ეხმარება.

...
ლევან ჯგერენაია პოლიტიკოსი

"ბიბლიური თავისუფლების" მთავარი მღვდელმსახური.

პარტნიორები
...
ბექა მუზაშვილი პარტნიორი

ფინანსისტი.

...
ლაშა ხვიჩია პარტნიორი

მანქანათმშენებელი ინჟინერი. ამჟამად დაკავებული ვარ ბიზნესით - სტამბა და სარეკლამო კომპანია.

...
ირაკლი მეტრეველი პარტნიორი

მე ირაკლი ვარ.

ვარ ბორდის წევრი, სადაც წლების განმავლობაში ნაგროვები ჯედებით მოვხვდი და 'გირჩი ტივის' ერთ-ერთი დამფუძნებელი.

პირველი მარტიდან ეთერში გავედით და ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს.

#მეტითავისუფლება

#გირჩიტივი

...
გოგა ხაჩიძე პარტნიორი

მე ვარ გოგა ხაჩიძე, გირჩის ერთ-ერთი დამფუძებელი. ახლა ვუძღვები "გირჩი ტივის" მეტი თავისუფლებისთვის.

...
ოთო ზაკალაშვილი პარტნიორი

ვებ-დეველოპერი

...
იმედა კლდიაშვილი პარტნიორი

სალამი, მე ვარ იმედა კლდიაშვილი, პროფესიით IT პროქტების მენეჯერი და ბიზნეს ანალიტიკოსი.

მიყვარს თავისუფლება!

მედლის ერთი მხარე თავისუფლებაა, მეორე - პასუხისმგებლობა.
მითხარი, შენი პასუხისმგებლობები და გეტყვი რამდენად თავისუფალი ხარ შენ!

...
ჯიმშერ სხირტლაძე პარტნიორი

Მე ჯიმი ვარ, 23 წლის. უნივერსიტეტში ეკონომიკას ვსწავლობდი, მაგრამ ეხლა იმით ვარ დაკავებული, რაც უკეთესად გამომდის და რითაც დიდი ხანია ვინტერესდები - ეს კი პროგრამირებაა. ამჟამად გერმანიაში ვმუშაობ.

Ხშირად მიფიქრია, რომ როდესმე თბილისში ტექნიკური მიმართულების სკოლას გავხსნი, თუმცა, ჯერ არ ვარ დარწმუნებული, რამდენად შევძლებ ამ მიზნის მიღწევას. 

...
ირაკლი ჭიღვარია პარტნიორი

მე ვარ ჩე ან ირაკეზა, ბავშვებისთვის კეზა.

ტექნიკოსი. ელექტრონულ ხელსაწყოებს ვემსახურები. მაინტერესებს ადამიანი, ისტორია/პოლიტიკა/ეკონომიკა. ვარ მკითხველი და, ძირითადად, მსმენელი.

...
უჩა ბარბაქაძე პარტნიორი

მე უჩა ბარბაქაძე ვარ,

დავიბადე თბილისში 1977 წლის 11 თებერვალს, მაგრამ 10 რიცხვშიში გამაფორმეს...
რატომ? იმიტომ, რომ მაყუთია გადახდილი.
 
დაბადებიდან ვცხოვრობდი ვერაზე. ვსწავლობდი სოლოლაკში, მესამე სკოლაში . შემდეგ თსუ-ში...
19 წლისამ დავტოვე თბილისი ....
 
ჯერ იყო ნიურენბერგი. დიდ ხანს არ გასტანა გერმანიაში ყოფნამ და 2 წელიწადში ამერიკას ვესტუმრე.
 
დღეს ნიუ იორკში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად.

სხვადასხვა კუთხით ვსაქმიანობდი. ამ 23 წლის მანძილის განმავლობაში ჩემი საქმიანობა, უმეტესად, ადამიანებთან ურთიერთობას მოიცავდა. ამ ურთიერთობების ხიბლი კი შემეცნება იყო - ან მე ვსწავლობდი სხვებისგან ან სხვა სწავლობდა ჩემი გამოცდილების საფუძველზე. მოკლედ რომ ვთქვა, შმაქსისტი ვარ. 

ვთვლი, რომ ჩემი პასუხისმგებლობებიდან შვილებთან ურთიერთობა ერთ-ერთი უპირატესია.

ვცხოვრობ უნიკალურ ქალაქში. ასევე უნიკალურ ქალაქში მოვევლინე ამ სამყაროს. ჩემი ადამიანური პოტენციალით მსურს, მაქსიმალურად შევეხიდო თავისუფლების თესვის პროექტ გირჩს, ნებისმიერი მრავალფეროვანი ქალაქიდან. 

რა გამოგვივა ერთად?

ამ მომენტში, მომავალი ღმერთმა იცის, წარსულშიც და ახლაც მადლიერი ვარ გირჩთან ურთიერთობის გამო.
"მადლობა ჩვენს თავს, როდესაც გულწრფელად გვიხარია ერთმანეთის არსებობა ".

...
ლაშა ადიკაშვილი პარტნიორი

მჯერა თავისუფალი ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების. მიუღებელია ადამიანებთან ურთიერთობა ძალადობრივი გზით.

ვთვლი, რომ ნებისმიერი გარემოებიდან გამოსავალი ერთზე მეტია - მთავარია არ დავნებდეთ და ვიპოვოთ შესაფერისი გზა.

80-იან წლებში დავიბადე თბილისში. მომწონს არქიტექტურა და ვსაქმიანობ ამ მიმართულებით. ვმართავ საკუთარ ბიზნესს. მიყვარს: სიახლეები, სპორტული ცხოვრების სტილი, თანამედროვე ტექნოლოგიები, მოგზაურობა - ეს იმის მცირე ჩამონათვალია, რაც სიამოვნებას მანიჭებს. 

ჩემთვის სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, ძალიან ჰარმონიულია. მთავარია, იპოვნო თავი არსებულ რეალობაში.