სიახლეები

1156 Views
ეკონომიკა

ჯაფარიძე: მოსულა თუ არა რუბლზე ვაჭრობა?

თუ ადამიანს ლარის გამოყენება არ უნდა იმიტომ, რომ ნაკლებად ენდობა ან ნაკლებად მოსახერხებელია, ლარის პატრონია საგინებელი და არა ეს ადამიანი.

ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ყაზბეგში რუბლით ვაჭრობის ფაქტებს გამოეხმაურა, მისი თქმით, პრობლემა არა რომელიმე ვალუტის გამოყენებაა (თუნდაც ოკუპანტის), არამედ - რომელიმე ვალუტის იძულებით გამოყენება.

"მოსულა თუ არა რუბლზე ვაჭრობა?

ყაზბეგის რაიონში რუსულ რუბლებზე ყიდიან საქონელსო, რაღაც ვიდეო დაიდო და მოჰყვა გინება

საქონლის რუბლზე გაყიდვა გასაღდა სამშობლოს ღალატად და ღირსებაზე უარის თქმად

ფულს აქვს ფუნქციები

ფულის სახით ვინახავთ დოვლათს/სიმდიდრეს

ფულს ვიყენებთ გაცვლის საშუალებად

ფულით ვზომავთ საქონლისა და მომსახურების ფასს

სახელმწიფო რომ არ გვტენიდეს ძალით ერთ ვალუტას და ამას ჩვენზე ზრუნვით არ ამართლებდეს, ადამიანები იმ ფულს გამოვიყენებდით, რომელიც ამ ფუნქციებს უკეთ შეგვისრულებდა

ამიტომ არის სწორი ვალუტებს შორის კონკურენცია - გვეხმარება გამოვავლინოთ რომელია ‘კარგი’ ფული და რომელი - ნაკლებად ‘კარგი’

ლარის გამოყენება რომ სავალდებულო არ იყოს ამ ქვეყანაში, ჩვენ ბუნებრივად ჩავანაცვლებდით მას სხვა ვალუტებით

მათ შორის, ცხადია, საზღვრებთან ბრუნვაში იქნებოდა მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც

ეს ბუნებრივია

პრობლემა რომელიმე ვალუტის გამოყენება არაა, თუნდაც ოკუპანტის

პრობლემა ნებისმიერი ვალუტის იძულებით გამოყენებაა."

თუ ადამიანს ლარის გამოყენება არ უნდა იმიტომ, რომ ნაკლებად ენდობა ან ნაკლებად მოსახერხებელია, ლარის პატრონია საგინებელი და არა ეს ადამიანი.

ლარის პატრონი ერ. ბანკია

წერს ჯაფარიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. 

Comments