სიახლეები

18 Views
პოლიტიკა

პარლამენტარიზმზე

XX საუკუნის დასაწყისში "პროგრესულ" საზოგადოებაში პოპულარული გახდა ევგენიკა - ცრუ-მეცნიერული კონცეფცია, რომლის მიზანი იყო "სწორი ადამიანების გენების გამრავლება ან, თავის მეორე ვერსიაში, "არასწორი გენების" მქონე ადამიანებისთვის გამრავლებაში ხელის შეშლა.

ამგვარი მიდგომის გულშემატკივრები არა მხოლოდ გერმანელი ნაცისტები იყვნენ, არამედ ბევრი ცნობილი ადამიანიც შედარებით თავისუფალ სამყაროში, მათ შორის: ჯონ მეინარდ კეინზი, უინსტონ ჩერჩილი, ჰერბერტ უელსი, ჯორჯ ბერნარდ შოუ, ჰაროლდ ლასკი და სხვა. მეტიც, არაერთ ქვეყანაში კანონიერი გახდა"არასრულფასოვანი" ქალების იძულებითი სტერილიზაცია. ასე, იძულებითი სტერილიზაცია აშშ-ში 100 000 ადამიანს შეეხო, შვედეთში 60 000, გერმანიაში ნახევარ მილიონამდე. მსგავსი კანონმდებლობა მიღებულიიყო ასევე კანადაში, ნორვეგიაში, ფინეთში, ესტონეთსა და შვეიცარიაში.

1913 წელს უინსტონ ჩერჩილის ლობირების შედეგად, ინგლისშიც ამოქმედდა კანონი, რომლის გამო 1959 წლის ჩათვლით 65 000 ადამიანის სტერილიზაცია განხორციელდა. კანონის წინააღმდეგ მხოლოდ ერთიპარლამენტარი იყო - ჯოსაია ვეჯვუდი (ფოტოზე). მან განხილვის პროცესში 120 შენიშვნა დაარეგისტრირა და150-ჯერ გამოვიდა სიტყვით, რათა დრო გაეწელა და ამ კანონის ამორალურობაზე სხვა პარლამენტარებისდა ზოგადად საზოგადოების ყურადღება მიექცია. ლეგენდის თანახმად, ამ ბრძოლის დროს ვეჯვუდსპარლამენტი არ დაუტოვებია და სამი დღე ქერის ჩაისა და შოკოლადის დიეტაზე იმყოფებოდა.

ტექნიკურად ფილიბასტერი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ვეჯვუდმა მხოლოდ ორი დეპუტატისმხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა ვეჯვუდის ეს ბრძოლა ისტორიაში დარჩა მორიგ მაგალითად, როცა ერთიადამიანი მართალი იყო და ყველა დანარჩენი ცდებოდა.

მიუხედავად ცუდი ფინალისა, ეს ისტორია ნორმალური პარლამენტარიზმის კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს. შემთხვევითობა არაა, რომ XX და XXI საუკუნეების ყველა დიდი ტრაგედია უმრავლესობისმიერ მხარდაჭერილი იყო. უმრავლესობა ზოგადად ხშირად ცდება, ზოგჯერ კი მორალურად ყოვლადდაუშვებელ გადაწყვეტილებებსაც კი იღებს, ამიტომ დემოკრატია მხოლოდ მაშინ ხდება სასარგებლო, როცაუმრავლესობა იზღუდება, ხოლო უმცირესობის აზრი დაცული რჩება ემოციებით გამოშტერებული ბრბოსგან.

ჩვენ კი 30 წელია ეს მარტივი გარემოება ვერ გავიცნობიერეთ და ყოველ ჯერზე მმართველი ძალა ისე იქცევა, ვითომ ის არასდროს უშვებს შეცდომებს. ასე იქცევა ოცნება, ასე იქცეოდა ნაციონალური მოძრაობა მანამდე. სხვათა შორის, პარლამენტარიზმზე ამგვარი უკუღმართი წარმოდგენების გამო ბევრი პოზიციონერს და მათ მხარდამჭერს დღემდე ვერ გაუგია, თუ რა აზრი აქვს პარლამენტში ყოფნას, თუ იქ უმრავლესობას არ ფლობ.

იხ. სტატია ფეისბუქზე.

Comments