სიახლეები

2140 Views
სიახლეები

გირჩის გათამაშება - წესები

28 სექტემბერს გირჩი პირველ, დაპირებულ მანქანას გაათამაშებს. 

ის ხალხი, ვინც 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე ჩაერთო ჩვენს გათამაშებაში, მიიღებს შანსს, მოიგოს 100 000$-იანი პორშე ტაიკანი. 

28 სექტემბერს, 17:00 საათზე, წერეთელზე, გამოფენის ტერიტორიაზე, პირველ პავილიონთან ველით ყველას, ვისაც სურს დასწრება და ვინც მონაწილეობას იღებს გათამაშებაში, შეუძლია შემოგვიერთდეს პირველ ივენთზე. 

ვინც ვერ მოახერხებს დასწრებას, შეუძლია თვალი ადევნოს ჩვენს უწყვეტ ლაივს, სადაც ნახავს გათამაშებისთვის მომზადების ყველა ეტაპს. 

გათამაშება წარიმართება ასე:

  1. ხალხი ბაზაში ამოწმებს თავს.
    28 სექტემბრის დილის 10:00-მდე გადაამოწმეთ თქვენი თავი გათამაშების მონაწილეების ბაზაში ამ ლინკზე - https://www.girchi.com/gatamasheba.
    თუ თვლით, რომ უნდა იყოთ ბაზაში და არ ხართ, მიწერეთ გირჩის ფეიჯს, დაგეხმარებიან.
     
  2. ლაივში ვბეჭდავთ და ვჭრით ბაზას დოლურაში ჩასაყრელად.
    რამდენი მონაწილეც იქნება, იმდენ დანომრილ ქაღალდს ამოვბეჭდავთ და ამ ფურცლებს ლაივში, ასევე დამსწრეების თვალწინ დავჭრით ისე, რომ ყველამ დაინახოს, რომ ნომრების მიმდევრობა უწყვეტია.
    ყველას შეეძლება გადაამოწმოს საკუთარი გათამაშების ნომერი ამავე ლინკზე, სადაც თქვენი ჩანაწერის გასწვრივ დაემატება რიცხვი - https://www.girchi.com/gatamasheba.
    დაჭრის შემდეგ, ამ ქაღალდებს ასევე ლაივში ჩავყრით დოლურაში და დავლუქავთ.
     
  3. დოლურა მიგვაქვს ივენთის ლოკაციაზე.
    დალუქულ დოლურას (ლაივი ისევ მიდის ფეისბუქზე) გადავიტანთ წერეთელზე, გამოფენის ტერიტორიაზე, პირველი პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და 17:00-ზე დავიწყებთ გათამაშებას.
     
  4. როგორ ვათამაშებთ.

დოლურას მოვხსნით ლუქს და წამყვანი დაატრიალებს დოლურას გამარჯვებული ნომრის ამოსაღებად.
მას მერე რაც გათამაშების ნომერს ამოიღებს, ბაზაში შევამოწმებთ, თუ ვის ეკუთვნის ეს ნომერი და მითითებულ ტელეფონზე დარეკავს. (თუ ტელეფონის ნომერი არაა მითითებული, დავრეკავთ მესინჯერში)
თუ ტელეფონი არ უპასუხებს, წამყვანი კიდევ 2-ჯერ სცდის დაკავშირებას. ანუ, ჯამში სამჯერ დავრეკავთ. თუ არავინ გვიპასუხა, 10 წუთი დავიცდით, რომ ნომრის პატრონმა გადმოგვირეკოს.
თუ არ გადმოგვირეკა, ამოღებული ნომერი დაკარგავს პორშეს მოგების შანსს და წამყვანი ამოიღებს ახალ ნომერს.
თუ დაკავშირება მოხერხდება, პოტენციურმა გამარჯვებულმა უნდა მიგვითითოს, სად იძებნება მისი ფოტო - გადაღებული 2020-ის არჩევნებზე, საარჩევნო უბანთან.
თუ ასეთი ფოტო იძებნება - ნომრის მფლობელი იგებს პორშეს.
თუ ასეთი ფოტო არ იძებნება - წამყვანი ამოიღებს ახალ ნომერს და პროცედურა თავიდან იწყება, სანამ არ მივაგნებთ ადამიანს, რომელიც ტელეფონზე დაგველაპარაკება, მიგვითითებს სადაა მისი ფოტო, ვნახავთ ამ ფოტოს და მოიგებს პორშეს. 

წარმატებებს გისურვებთ!

 

Comments