სიახლეები

12674 Views
სიახლეები

ყველაფერი გირჩის გათამაშების შესახებ

2021 წლის 29 სექტემბერს გირჩი ელექტრომობილ პორშე ტაიკანს გაათამაშებს იმ ხალხს შორის, ვინც ჩვენს კამპანიაში 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე ჩაერთო. 

ამ ლინკზე გადაამოწმეთ, ხართ თუ არა 29 სექტემბრის გათამაშების მონაწილეებს შორის -https://www.girchi.com/gatamasheba

ხოლო ვინც აქამდე არ ჩართულა გათამაშებაში, იმ ადამიანებს შეგიძლიათ ახლა ჩაერთოთ და იმ მანქანების მოგების შანსი მიიღოთ, რომლებსაც 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მერე გავათამაშებთ. 

ვის და როგორ შეუძლია გათამაშებაში ჩართვა:

  1. საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს
  2. რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის 23:59-მდე დარეგისტრირდება ჩვენს საიტზე (სარეგისტრაციო ბმული - https://www.girchi.com/ge/user/register)
  3. მივა 2 ოქტომბრის არჩევნებზე
  4. საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას შემდეგ გადაიღებს ისეთ ფოტოს / სელფის, რომ მასთან ერთად ჩანდეს საარჩევნო უბნის ნომერი (ცესკოს დაფა, უბნებზე რომაა გაკრული ხოლმე)
  5. ამ ფოტოს 2 ოქტომბრის 23:59-მდე ატვირთავს ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე ჰეშთეგით #მევიყავიარჩევნებზე (პოსტი უნდა იყოს საჯარო)

ვინც ამ ნაბიჯებს შეასრულებს, მისი სახელი მოხვდება გირჩის გათამაშების ბაზაში და 2 ოქტომბრის შემდეგ, მომავალ საპარლამენტი არჩევნებამდე, გირჩის ყველა გათამაშებაში ექნება მანქანის მოგების შანსი. 

ხშირად დასმული კითხვები:
 

  • რატომ აკეთებს გირჩი ამ გათამაშებებს?

ჩვენ ვთვლით, რომ პარტიები ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გირჩის პოლიტიკოსებმა პირობა დადეს, რომ ბიუჯეტიდან მიღებულ ფულს გირჩს არ დაახარჯავდნენ და გადასახადების გადამხდელებს, ანუ თქვენ დაგიბრუნებდნენ Tesla-ს ელექტრომობილების გათამაშების სახით.
პირველ გათამაშებაზე Tesla-ს ჩამოყვანა ვერ მოვასწარით, ამიტომ ერთჯერადად, 29 სექტემბერს, ელექტრომობილი Porsche Taycan გათამაშდება და ამ გათამაშებაში მხოლოდ ის ხალხი მიიღებს მონაწილეობას, ვინც წინა არჩევნებამდე მოასწრო ჩვენს ბაზაში მოხვედრა. ახალი მონაწილეები, რომლებიც შემდეგ გათამაშებებში მიიღებენ შანსს, ამ არჩევნებზე დაემატებიან ზემოთ აღწერილი ინსტრუქციის გზით.
 

  • როგორ გაათამაშებთ?    

ყველა მონაწილის მაიდენტიფიცირებელ ქაღალდს ჩავაგდებთ დოლურაში და წამყვანი ამოიღებს გამარჯვებული მოთამაშის ნომერს, რომელსაც ლაივშივე დავურეკავთ და მასთან ერთად ვიპოვნით მის ფეისბუქზე/ინსტაგრამზე საარჩვნო უბანთან გადაღებულ ფოტოს. ფოტოს პოვნის შემდეგ, გათამაშება დასრულდება და მოგებულს დაველოდებით, რომ მანქანა წაიყვანოს.

თუ დოლურადან ამოსული ადამიანის ფეისბუქ/ინსტაგრამ პროფილზე ვერ ვნახავთ სავალდებულო ფოტოს, ეს მონაწილე დაკარგავს პორშეს მოგების შანსს და წამყვანი ახალი გამარჯვებულის გამოსავლენად კიდევ ერთხელ ამოიღებს დოლურადან ნომერს. ასე გაგრძელდება, სანამ ამოსული ნომრის პატრონი არ დააკმაყოფილებს გათამაშების მოთხოვნას.
 

  • თუ 2020-ს არჩევნების მერე ფოტო წავშალე ფეისბუქიდან (ან ინსტაგრამიდან), შევძლებ მონაწილეობის მიღებას და მოგებას?

თუ იმ ფოტოს თავიდან ატვირთავთ თქვენს ფეისბუქზე (ან ინსტაგრამზე), ჰეშთეგით #მევიყავიარჩევნებზე, ისევ გექნებათ მოგების შანსი. მთავარია, რომ ფეისბუქზე/ინსტაგრამზე თქვენს ფოტოებში იძებნებოდეს უბანთან გადაღებული ფოტო, ზემოთ ნახსენები ჰეშთეგით.
 

  • რამდენ მანქანას ათამაშებთ?

რამდენიც მოგვივა, სანამ 2020 წლის საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება გირჩს, ახალი საპარლამენტო არჩევნების გამო.
 

  • მანქანას თუ მოვიგებ, ჩემი ბილეთი ისევ დოლურაში ბრუნდება და მეორედ მექნება მოგების შანსი?

არა, თუ ერთხელ მოიგებთ, თქვენი ბილეთი დოლურაში აღარ ჩაბრუნდება  და თქვენ გამოეთიშებით გათამაშებას.
 

  • როგორ გადავემოწმო, ვიღებ თუ არა პორშეს გათამაშებაში მონაწილეობას, ანუ ვარ თუ არა გირჩის გათამაშების ბაზაში?

ამ ლინკზე გადაამოწმეთ, ხართ თუ არა გათამაშების ბაზაში და ხომ არ გაკლიათ რაიმე ინფორმაციის შევსება - იქნება ეს ტელეფონი, პირადი ნომერი თუ სახელი და გვარი. https://www.girchi.com/gatamasheba 

მიდით არჩევნებზე. 

არჩევნები მომგებიანია!


 

Comments