სიახლეები

ჩვენ ხომ უნდა გვაინტერესებდეს მართლა რატომ ჩხუბობს ეს ხალხი - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია დმანისში განვითარებული მოვლენების შესახებ, გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“

ჩემი აზრით, მთავარი ამბავი ამ კონფლიქტში ის არის, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით მის შესახებ და არც არაფერს არ გვეუბნებიან. ჩვენ ხომ უნდა გვაინტერესებდეს მართლა რატომ ჩხუბობს ეს ხალხი.

მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ რა ხდება საქართველოს რეგიონებში, რა ხდება ეთნიკურად სხვადასხვა ადამიანებს შორის ურთიერთობებში, ვიცით რომ პრობლემები არსებობს, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობთ.

არ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული სინამდვილეში, ჯერ საბჭოთა კავშირი და შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო იმართებოდა სხვადასხვა ჯგუფებს შორის ურთიერთდაპირისპირებებით.

                                                                                                                                                                                    - მიიჩნევს იაგო.

 

 

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments