სიახლეები

9113 Views
სიახლეები

ვაკანსიები გირჩის სამეფო კარზე

პოზიცია პირველი - “პარლამენტარის თანაშემწე”

მას მერე, რაც ‘გირჩი’ პარლამენტში სამი დეპუტატით შევიდა, ჩვენს პარლამენტარებს რეგლამენტით ეკუთვნით თანაშემწეები, რომლებიც მათ საპარლამენტო საქმიანობაში დაეხმარებიან. 

თუ შეგიძლიათ:

  1. წერა (ქართულად. გამართულად. სხვა დამატებითი ენები პლუსად ჩაგეთვლებათ)

  2. კითხვა (და მერე წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა);

  3. ლაპარაკი (გასაგებად);

  4. ადამიანებთან ურთიერთობა (არ ხართ ასოციალური),

  5. და არ გიყვართ საქმის გადადება.

თუ გაინტერესებთ ჩამოთვლილთაგან ერთი სფერო მაინც:

  1. ადამიანის უფლებები;

  2. მართლმსაჯულება;

  3. განათლება;

  4. ჯანდაცვა,

  5. ეკონომიკა.

გამოგვეხმაურეთ, ჩვენ გთავაზობთ:

  1. შესაძლებლობას, იმუშაოთ ჩვენთან ერთად და მიიღოთ გამოცდილება საპარლამენტო საქმიანობაში;

  2. ხელფასს 1000-დან 3000 ლარამდე,

  3. შესაძლებლობას, უფრო ღრმად გაერკვეთ თქვენთვის საინტერესო სფეროში (ზემოთ რაც ჩამოვთვალეთ). 

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მაქსიმუმ 1 გვერდიანი წერილი, თუ რატომ გინდათ ამ პოზიციაზე მუშაობა - [email protected] - მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ. 

 


გირჩის სამეფომ პარლამენტიც მოიცვა, ამ ამბავს კი უფრო სერიოზული მუშაობა სჭირდება, ამიტომ ვაცხადებთ ორ ტექნიკურ ვაკანსიას:


პოზიცია მეორე - “ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი”

გირჩის სამეფოს ესაჭიროება გამოცდილი, კარგი, დაღვინებული “ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი”, რომელსაც აქვს დიდი და მრავალნაკადიანი ციფრული არხების მართვის გამოცდილება და აქვს როგორც პრეტენზია, ისე ამბიცია, რომ ჩვენი სამეფოს ციფრული მხარე მოაწესრიგოს და ახალ ლეველზე აიყვანოს :))

სამუშაო სრულგანაკვეთიანია და მოიცავს ჩვენთან ერთად ოფისში თუ პარლამენტში მუშაობასაც. 

სანაცვლოდ გთავაზობთ ბევრ გამოწვევას და 1 500-დან 3 000-მდე ხელფასს, იმის მიხედვით, თუ როგორ მოგვაწონებთ და მოგვყიდით საკუთარ თავს.
 

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მაქსიმუმ 1 გვერდიანი წერილი, თუ რატომ გინდათ ამ პოზიციაზე მუშაობა - [email protected] - მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ. 


პოზიცია მესამე - “მემონტაჟე-ოპერატორი”

გირჩის გაყოფის მერე ვიდეო-კონტენტში მოვიკოჭლებთ. ამ მხრივაც გვჭირდება პროფესიონალის დახმარება. 

ვეძებთ ადამიანს, რომელმაც იცის გადაღება და მონტაჟი. შეუძლია ჩვენთან ერთად მოიფიქროს ვიზუალური გირჩობები, დაგვეხმაროს ჩვენი პატარა სტუდიის გამართვას და მუშაობაში.
სანაცვლოდ გთავაზობთ საინტერესო კონტენტის შექმნაში მონაწილეობას და 1 500-დან 3 000-მდე ხელფასს, იმის მიხედვით, თუ როგორ მოგვაწონებთ და მოგვყიდით საკუთარ თავს.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე [email protected] - მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ.

 

კიდევ ერთი ვაკანსია გირჩის სამეფოში!!!

ვეძებთ იურისტს!

იურისტს, რომელსაც გულწრფელად აღელვებს უსამართლობა და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ასევე, უნდა იცოდეს კანონის ან კანონპროექტის წერა-კითხვა და შემდეგ ამ წაკითხულის გასაგებად და ადამიანურ ენაზე გადმოცემა-გაკრიტიკება, ზეპირი თუ წერილობითი ფორმით.
ასევე, სამეფოს იურისტი კარგად უნდა იცნობდეს გირჩის კონსტიტუციას და მის პრინციპებს. მზად უნდა იყოს გამოწვევებისთვის და არასოდეს მოუვიდეს თავში შრომის კოდექსის მეშვეობით ჩვენთან ურთიერთობა.
ანაზღაურებაზე გასაუბრებისას შევთანხმდებით.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მაქსიმუმ 1 გვერდიანი წერილი, თუ რატომ გინდათ ამ პოზიციაზე მუშაობა - [email protected] - მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ.

 

Comments