სიახლეები

43 Views
პოლიტიკა

ზაქარეიშვილი: ნულოვანი ბარიერი სჯობს იმ მკვდარ სისტემას, რომელიც დღეს გვაქვს

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს - გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში ეხმიანება. 

ეს ინიციატივა ნამდვილად არის დემოკარტიისკენ გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. საქართველო უკვე გავიდა დემოკრატიულ მრავალპარტიულ ევროპულ საარჩევნო სისტემაზე. "ოცნებამ" ამით აღიარა თავის დიდი შეცდომა და რელობას გაუწია ანგარიში.
რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, არ არის იდეალური და ჯანსაღი მოვლენა, ალბათ შუალედური სჯობდა, მაგრამ, მაინც სჯობს იმ მკვდარ სისტემას, რომელიც დღეს გვაქვს.

როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს ნულოვანი ბარიერის პრეცედენტი უკვე ყოფილა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, 1992 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ძალიან ჭრელი იყო პარლამენტი. სწორედ მაშინ მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია.

Comments