სიახლეები

გირჩი უერთდება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩის" სათაო ოფისში ცოტა ხნის წინ, პარტიის ლიდერის და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საგანგებო ბრიფინგი დასრულდა.

ჩვენი გადმოსახედიდან ამ ხელისუფლებას ამოწურული აქვს ის რესურსი, რომ ამ ქვეყანაში რამე შეცვალოს. ამიტომ ჩვენ თვეების განმავლობაში ვთანამშრომლობდით სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებებისთვის მიგვეღწია. 

ჩვენ პარლამენტში შესვლა, სწორედ ამ რაღაცეების გასაკეთებლად გვინდოდა. ჩვენ ახლაც კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია გირჩისთვის პარლამენტში შესვლა და ჩვენი წინასაარჩევნო სლოგანიც სწორედ გირჩი პარლამენტში იყო. 

ვინაიდან ის პარტიები ვისთან ერთადაც ხელი გვაქვს მოწერილი ამ შეთანხმებებზე, ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს, ჩვენც ვუერთდებით მათ. 

                                                                                                                          - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ თითოეულმა პარტიამ დარღვევის კონკრეტული და თვალსაჩინო მაგალითები დადოს. გირჩმა მსგავსი დარღვევების გასაჯაროება გუშინ დაიწყო. 

                                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments