სიახლეები

73 Views
განათლება

სახელმწიფოს შექმნილი დაბრკოლებები სკოლის რეგისტრაციისას

გირჩის ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ იაგო ხვიჩიამ ისაუბრა გირჩის სკოლის რეგისტრირების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებებზე.

ვფიქრობთ, როგორ გავაკეთოთ სკოლის სააქციო საზოგადოება ისე, რომ სახელმწიფოს ნაკლებად ჩარევის საშუალება ჰქონდეს.

იაგოს თქმით, ეს პროცესი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინდათ, რადგან სახელმწიფო სარეგისტრაციო სისტემა ელექტრონულია და შესაბამისად, არ იძლევა საშუალებას, სავალდებულოდ იქცეს ის, რის გაკეთებასაც გირჩი სკოლის სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში გეგმავს. 

მან ასევე ისაუბრა სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც. მისი თქმით, მთავარი ამბავი სკოლის შენობებთან დაკავშირებით მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებებია.

გვინდა, რომ ადამიანებს უკვე ვუთხრათ, კონკრეტულად სად იქნება ეს სკოლა, სად გაატარებენ მათი შვილები ბავშვობის დიდ ნაწილს.

როგორც იაგო ხვიჩიამ თქვა, მშობლებთან შეხვედრების სკოლის ახალ შენობაში ჩატარება ბევრად უფრო ეფექტური იქნება.

ამიტომ ამ კვირის მთავარი და უმნიშვნელოვანესი გეგმაა, რაც შეიძლება მალე შეირჩეს შესაფერისი შენობა გირჩის სკოლისთვის.

Comments