სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც წინასაარჩევნო კამპანიაში ცალსახად ხელის შეშლას. შრომის ინსპექტირების სააგენტო ივანიშვილის მიერ გამოყენებულ იქნა, როგორც დევნის ინსტრუმენტი

"გირჩის" ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა პრესკონფერენცია გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 

პარტიის ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 

თბილისში, ბათუმში და რუსთავში ფუნქციონირებს "გირჩის" რამდენიმე შტაბი, რომელთა ნაწილიც განთავსებულია ბარებში, რომლებსაც ურთიერთთანამშრომლობისთვის ვიყენებთ. 

შეხვედრებს ვაწარმოებთ უკვე რამდენიმე კვირაა და აქამდე არანაირი პრობლემა არ გვქონია. გუშინ ღამით შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ორკესტრირებულად ყველა ჩვენს შტაბში შევარდა და სამი ბარის მეპატრონეს ზეპირსიტყვიერად უთხრეს, რომ მათ დააჯარიმებდნენ. 

ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც წინასაარჩევნო კამპანიაში ცალსახად ხელის შეშლას. შრომის ინსპექტირების სააგენტო ივანიშვილის მიერ გამოყენებულ იქნა, როგორც დევნის ინსტრუმენტი.

"გირჩი" წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ფორმად ბარებს იყენებს, ამომრჩეველთან ერთად სვამს და საუბრობს სხვადასხვა თემებზე. ინსპექტირების სამსახური ამბობს, რომ თუ მე შტაბში 20 ლიტრიან ბოცას მივიტან და ადამიანებს დავალევინებ, ეს პრობლემა არ იქნება. ანუ არც ხალხის შეკრება და არც დალევა ამ ფორმით შეიძლება. პრობლემაა როდესაც ადამიანები ჩვენს შტაბებში მოდიან და სასმელს ყიდულობენ. ამით ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ისინი იქცევიან, როდესაც შეკრებებზე პარტაქტივი მოჰყავთ და შემდეგ მათ ორსართულიან სუფრებს უშლიან და ამით მათ ხმებს ყიდულობენ. არამგონია, რომ თალაკვაძე კომოს ტბაზე თავისი ღვინის ბოცით ჩადიოდეს. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საკუთარ ამომრჩეველს სუფრებით და 5 კგ კარტოფილით მოისყიდის. ჩვენი ამომრჩეველი არ იყიდება და მათ აქვთ შესაძლებლობა სასმელი თავად შეიძინონ.

მინდა ხელისუფლება გავაფრთხილო, რომ ყველა ჩვენს შტაბს თავი დაანებონ, არც-ერთ შტაბში აღარ შევუშვებთ, ფიზიკურად დავდგებით და ყველა შტაბს დავიცავთ, რომ ვერც ერთი სტრუქტურის წარმომადგენლები იქ ვერ შევიდნენ.  დღეს საღამოს დაგეგმილი გვაქვს ღონისძიება რიყეზე, სადაც ჩვენი მხარდამწერები იქნებიან, რომლებთან ერთადაც ალკოჰოლის მიღებას და მის შეძენას, ბოცებით მიტანის ნაცვლად, ამიტომ თავი დაგვანებეთ, ჩვენ ასეთ კამპანიას ვატარებთ, რადგან ბანერების და ძვირადღირებული რეკლამების რესუსრსი არ გაგვაჩნია.

ასევე გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებზე საქმის კურსში, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ჩავაყენებთ. 

ბოლოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს მინდა ვუთხრა, როგორც კი "გირჩის" ხელში იქნება საკმარისი ძალუფლება პირველი თქვენს დეპარტამენტს გავაუქმებთ იმიტომ, რომ თქვენ ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი სტრუქტურა და იარაღი ხართ ბიძინა ივანიშვილის ხელში.

 

                                                                                                                                         - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ "გირჩი" 10 სექტემბრიდან მოყოლებული წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში. მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments