სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძემ ცესკოს საარჩევნო უბნებზე რეგულაციების გამკაცრება მოსთხოვა

ცოტა ხნის წინ "გირჩის" ოფისში პარტიის ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართა. 

როგორც იცით, პანდემიის გამო "ცესკომ" საარჩევნო პროცედურები გაამკაცრა, საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც რიგის მარეგულირებელი იქნება, თითოეული ამომრჩევლის თერმოსკრინინგი ევალება. 

ჯაფარიძის თქმით, ეს რეგულაციები დასახვეწია. ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის, დამკვირვებლების უფრო მეტი ჩართულობისთვის და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სამი რაღაცის გაკეთება: 

1. კომისიის წევრმა, რომელიც რიგის მარეგულირებელი იქნება ყოველ ჯერზე როდესაც ამომრჩეველს სიცხეს გაუზომავს მისი სხეულის ტემპერატურა ხმამაღლა უნდა გამოაცხადოს. 

2. იგივე წევრი, რომელიც ჩაატარებს თერმოსკრინინგს, ამომრჩეველს უნდა აჩვენოს დაფიქსირებული ტემპერატურა.

3. ამომრჩევლებს საკუთარი თერმომეტრით საარჩევნო უბანზე მისვლა უნდა აეკრძალოთ.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოს, ასევე ამ პროცედურებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ. 

                                                                                                                                                     - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments